გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016014
88
12/04/2019
ვებგვერდი, 18/04/2019
000000000.00.148.016014
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს განკარგულება №88

2019 წლის 12 აპრილი

ქ. გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს ინიციატივა ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე „ნავთსადენის“ ქუჩას ეწოდოს ვარლამ მგალობლიშვილის სახელი, რადგან იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1910-1915 წლებში) და ქართველთა წერა-კითხვის საზოგადოების გორის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე „ნავთსადენის“ ქუჩას ეწოდოს ვარლამ მგალობლიშვილის სახელი, რომლის კოორდინატებია: საწყისი კოორდინატები: საწყისი კოორდინატები: X-425842; Y-4647070; საბოლოო კოორდინატები: X- 425990; Y-4646921.

სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების  მე-7  მუხლის 1-ლი  პუნქტის  შესაბამისად,  გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №11 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე „ნავთსადენის“ ქუჩას, რომლის კოორდინატებია: საწყისი კოორდინატები: X- 425842; Y-4647070; საბოლოო კოორდინატები: X-425990; Y-4646921, ეწოდოს ვარლამ მგალობლიშვილის სახელი.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30)

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                           დავით რაზმაძე