გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016013
87
12/04/2019
ვებგვერდი, 18/04/2019
000000000.00.148.016013
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს განკარგულება №87

 

2019 წლის 12 აპრილი

. გორი

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის და 24- მუხლის 1-ლი პუნქტის „ა. ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივა ქალაქ გორში შინდისის გზატკეცილს ეწოდოს შინდისის გმირების გამზირის სახელი. რადგან სწორედ 2008 წლის აგგვისტოს ომის შემდეგ შინდისმა დაიმკვიდრა ისტორიული სახელი , გამზირისთვის ახალი სახელის დარქმევით ხაზი გაესმევა საქართველოს გმირების უკვდავყოფას. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია ქალაქ გორში შინდისის გზატკეცილს ეწოდოს შინდისის გმირების გამზირის სახელი, რომლის   კოორდინატებია საწყისი კოორდინატები: X-424059;  Y-4651853; საბოლოო კოორდინატები: X-425565; Y-4648686.

სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების   მე -7  მუხლის 1-ლი   პუნქტის   შესაბამისად   გადაწყვეტილებას   იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო .

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის , 24-ე მუხლის 1- ლი პუნქტის . ქვეპუნქტის და 61- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №11 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ გორში შინდისის გზატკეცილს, რომლის კოორდინატებია: საწყისი კოორდინატები: X-424059; Y-4651853; საბოლოო კოორდინატები: X- 425565; Y-4648686, ეწოდოს შინდისის გმირების გამზირის სახელი.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის . №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                              დავით რაზმაძე