დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016011 |
გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს განკარგულება №85
2019 წლის 12 აპრილი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე -2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ქალაქ გორში თბილისის გზატ. მე-2 კმ-ის მიმდებარე ქუჩას დაერქვას 1993 წელს აფხაზეთის ბრძოლებში დაღუპული მეომრის ლევან ზერეკიძის სახელი. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია ომში დაღუპული მეომრის სახელის უკვდავსაყოფად ქალაქ გორში, თბილისის გზატ. მე-2 კმ- ის მიმდებარე უსახელო ქუჩას დაერქვას ლევან ზერეკიძის სახელი, რომლის კოორდინატებია: სავარაუდო სიგრძე 565 მეტრი; საწყისი კოორდინატები : X - 427911; Y – 4651070; საბოლოო კოორდინატები : X - 428248; Y – 4650662; ჩრდილოეთით ესაზღვრება - კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები: 66.54.22.829; 66.54.22.441; 66.54.22.401; 66.54.22.391; 66.54.22.672 სამხრეთით ესაზღვრება - კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები: 66.54.22.452; 66.54.22.432; 66.54.22.433; 66.54.22.008; 66.54.22.686; 66.54.22.769; 66.54.22.466; 66.54.22.003; 66.54.22.001; 66.54.22.667. სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის - წლის 18 მარტის N14 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ გორში უსახელო ქუჩას , რომლის კოორდინატებია: სავარაუდო სიგრძე 565 მეტრი; საწყისი კოორდინატები : X - 427911; Y – 4651070; საბოლოო კოორდინატები : X - 428248; Y – 4650662; ჩრდილოეთით ესაზღვრება - კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები: 66.54.22.829; 66.54.22.441; 66.54.22.401; 66.54.22.391; 66.54.22.672; სამხრეთით ესაზღვრება - კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები: 66.54.22.452; 66.54.22.432; 66.54.22.433; 66.54.22.008; 66.54.22.686; 66.54.22.769; 66.54.22.466; 66.54.22.003; 66.54.22.001; 66.54.22.667 დაერქვას - ლევან ზერეკიძის სახელი.
2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები