დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4498-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.017914 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) განსაზღვრავს დამატებითი სარგებლის ოდენობას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი: „მუხლი 151. საკადრო უფლებამოსილება 1. მხოლოდ ეროვნული ბანკია უფლებამოსილი: ა) პირის ეროვნულ ბანკში დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნულ ბანკში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს და გადაიყვანოს იგი; განსაზღვროს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკისათვის წინასწარ შეტყობინების ვადა არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა; ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომლის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა საჯარო სამსახურში არსებული ნორმების ფარგლებში; გ) დაადგინოს ეროვნულ ბანკში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები. 2. ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 3. ეროვნულ ბანკში დასაქმებულის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, პრემირების, გადაყვანისა და პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 აპრილი 2019 წ. N4498-IIს |
დოკუმენტის კომენტარები