დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.32.061.016263 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს: თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესი
|
მუხლი
1. ზოგადი
დებულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესი (შემდგომში – წესი ) აწესრიგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა ) სისტემაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამისი სამინისტროს (შემდგომში – შესაბამისი სამინისტრო ) მიერ გრანტების გაცემისა და მიღების პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება -მოვალეობებს . მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) გრანტი – არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სისტემაში შესაბამისი სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით , რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური , საგანმანათლებლო , სამეცნიერო -კვლევითი , ჯანმრთელობის დაცვის , კულტურული , სპორტული , ეკოლოგიური , სასოფლო -სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების , აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის ; ბ ) საგრანტო პროგრამა – შესაბამისი სამინისტროს მიერ მთავრობასთან შეთანხმებით შემუშავებული და დამტკიცებული ერთიანი პროგრამა , რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო პროგრამებისა და შესაბამისი თემების აქტუალურობის , საგრანტო პროგრამის მიზნების , მიმართულებების (პრიორიტეტების ), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ ; გ ) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა , რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას ; დ ) საგრანტო განაცხადი – საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ; ე ) განმცხადებელი – საქართველოს მოქალაქე , მათ შორის , აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირები ; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი ; არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი , საჯარო სამართლის იურიდიული პირი , რომელმაც მიმართა შესაბამის სამინისტროს განაცხადით , გრანტის მიღების მიზნით ; ვ ) საგრანტო კონკურსის მონაწილე – განმცხადებელი , რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული ; ზ ) საგრანტო წინადადება – წინადადება , რომლითაც განმცხადებელმა მიმართა მთავრობას /შესაბამის სამინისტროს გრანტის მიღების მოთხოვნით ; თ ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი , რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად ; ი ) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი , რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან /და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის ; კ ) გრანტის მიმღები – ამ წესის მიზნებისთვის გრანტის მიმღები არის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების , ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ; საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი , მისი წარმომადგენლობა , ფილიალი , განყოფილება ; საჯარო სამართლის იურიდიული პირი ; საქართველოს მოქალაქე ; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი ; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი ; აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ; საერთაშორისო ორგანიზაცია , სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ; „სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული , სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი ; საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში , რომლის მიერ წარდგენილი საგრანტო წინადადებაც გაიმარჯვებს საგრანტო კონკურსზე ; ლ ) გრანტის გამცემი – - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტრო , რომელიც ამ წესის მიზნებისათვის მოქმედებს საგრანტო საბჭოს მეშვეობით ; მ ) საგრანტო საბჭო – შესაბამისი სამინისტროს მიერ , საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებისათვის შექმნილი საბჭო ; ნ ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა , რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან /და გაანგარიშების დროს , ასევე ორთოგრაფიული , არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა . მუხლი 3. გრანტის გაცემისა და მიღების პრინციპები გრანტი გაიცემა და მიიღება თავისუფალი კონკურენციის , ეფექტიანობის , გამჭვირვალობის , ანგარიშვალდებულების , კანონის წინაშე თანასწორობის , დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით . მუხლი 4. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო სამინისტროს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ “ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და, ასევე , არასაბიუჯეტო რესურსების გამოყენებით . მუხლი 5. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება 1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს შესაბამისი სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეული , ხოლო ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი მთავრობასთან შეთანხმებით . 2. საგრანტო პროგრამა შედგება შესაბამისი სამინისტროს კომპეტენციის სფეროში აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად . 3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს : ა ) პროგრამის დასახელებას , მიზანს , მოკლე აღწერას ; ბ ) მოსალოდნელ შედეგებს /სარგებელს; გ ) დაფინანსების ან /და თანადაფინანსების პირობებსა და ოდენობას ; დ ) პროგრამის დაგეგმილ ხანგრძლივობას ან /და შედეგის (შედეგების ) მიღწევის დაგეგმილ ვადას . 4. სამინისტროს საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად , შესაბამისი სამინისტროს სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით . 5. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი მთავრობასთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით . მუხლი 6. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა 1. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანას შესაძლებელია განაპირობებდეს შესაბამისი სამინისტროს მიერ საგრანტო პროგრამისთვის მიმდინარე წლის დამტკიცებული /დაზუსტებული ასიგნებების , საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ან /და სხვა გარემოებების ცვლილება . საგრანტო პროგრამაში ცვლილებები ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს . 2. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ინიცირების მიზნით , შესაბამისი მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს შესაბამისი სამინისტროს საგრანტო საბჭო . 3. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება შესაბამისი მინისტრის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში . მუხლი 7. საგრანტო საბჭო 1.საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებისათვის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით , შესაბამისი მინისტრი ქმნის საგრანტო საბჭოს (შემდგომში – საბჭო ). 2. საბჭოს შექმნის შესახებ შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს შექმნის ვადა და მისი შემადგენლობა , მათ შორის , საბჭოს სარეზერვო წევრები . საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს ფუნქციონირებას საბჭოს შექმნის შესახებ შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე . 3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ან უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი . საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია დაადასტუროს , რომ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და მოაწეროს ხელი მიუკერძოებლობისა და იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ფორმას , რომლის გამჟღავნებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით . 4. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს . კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს ნებისმიერ წევრს . თითოეულ წარდგენილ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ -ცალკე . არჩეულად ითვლება ის კანდიდატი , რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებს . ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი , რომელიც სხვაზე უფრო მეტმა წევრმა წარადგინა , ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში კანდიდატის დასახელება და არჩევის პროცედურა იწყება თავიდან . 5. საბჭოს წევრის სარეზერვო წევრით ჩანაცვლება ხორციელდება ამ წესის მე -10 მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული წესით . 6. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია შესაბამისი მინისტრის წინაშე . არავის აქვს უფლება ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან /და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით . 7. საბჭო : ა ) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ; ბ ) ადგენს გამარჯვებული წინადადების შერჩევის კრიტერიუმებს ; გ ) ადგენს განცხადებას საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ და გამოსაქვეყნებლად გადასცემს შესაბამისი სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ; დ ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან ; ე ) იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დისკვალიფიკაციის შესახებ ; ვ ) იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის აცილების შესახებ ; ზ ) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ; თ ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს . 8. საბჭო შედგება , სულ მცირე , ხუთი წევრისაგან . 9. საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე . 10. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე . 11. საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევის შესახებ . 12. საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო , ტექნიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შესაბამისი მინისტრის მიერ განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული . მუხლი 8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება : ა ) საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ; ბ ) იმ ვადის გასვლის შემდეგ , რა ვადითაც იგი დაინიშნა ; გ ) საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამის მინისტრის გადაწყვეტილებით ; დ ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად ან შეზღუდულქმედუნარიანად ; ე ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უგზო -უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ; ვ ) გარდაიცვალა ; ზ ) მის მიმართ კანონიერ ძალში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ; თ ) საბჭოს წევრის უფლებამოსილება შესაძლოა შეწყდეს , თუ იგი გათავისუფლდა იმ თანამდებობიდან , რომელზე ყოფნის გამოც იქნა დანიშნული საბჭოს წევრად . მუხლი 9. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას , კონკრეტული საკონკურსო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი და მოწვეული ექსპერტი , თუ : ა ) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია ; ბ ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ; გ ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე ) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია ; დ ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან ; ე ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან . 2.ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება : 3.ა ) პირდაპირი ხაზის ნათესავი ; ბ ) მეუღლე , მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და /ძმა ; გ ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და /ძმა ; დ ) და /ძმა , მათი მეუღლეები და შვილები ; 4. საბჭოს წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭოს წევრმა ან განმცხადებელმა . საბჭოს წევრი , რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი , ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით . საბჭო კენჭს უყრის თვითაცილების /აცილების შესახებ საკითხს . გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს საბჭოს ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება /რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება . საბჭოს წევრი აცილებულად /თვითაცილებულად ითვლება საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან . მუხლი 10. საბჭოს სხდომის ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. საბჭოს სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად , რომლის შედგენასა და საბჭოს წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარე , ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე . 2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი , რომელთაც სხდომის ჩატარების თარიღი უნდა ეცნობოთ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე . საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ). სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით ასევე სავალდებულოა საბჭოს სარეზერვო წევრების ინფორმირება . 3. საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე , გარდა ამ წესის მე -15 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა . 4. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება , თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა . 5. თუ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა რაოდენობა , ამ წესის მე -9 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად ან საბჭოს წევრთა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო , შემცირდება ნახევარზე მეტად , საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს მუშაობაში , ხმის უფლებით , საბჭოს სარეზერვო წევრების , სულ მცირე , იმ რაოდენობით ჩართვის შესახებ , რაც საკმარისი იქნება საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად . წინააღმდეგ შემთხვევაში , საბჭო იკრიბება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დღის წესრიგით . 6. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით , საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება . საბჭოს წევრს აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან . 7. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება , თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა . ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა . 8. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში . 9. საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს უგზავნის გრანტის გამცემს . 10. საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ წესის შესაბამისად . 11. გრანტის გაცემისა და მიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მინისტრი . მუხლი 11. ექსპერტის მოწვევა 1. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო პროგრამის შემუშავების , საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ან /და გრანტის გაცემის პროცესში მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი . 2. საბჭო ვალდებულია წარუდგინოს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია და განუსაზღვროს საკითხთა წრე , რაზეც საჭიროა ექსპერტის დასკვნის მიღება . 3. ექსპერტი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი დასკვნა საბჭოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში . 4. ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოუდგენლობა , ასევე დასკვნის დაგვიანებით ან /და არასრულყოფილად წარმოდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას . 5. ექსპერტის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია საბჭოსთვის . მუხლი 12. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენა 1. საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს ერთ -ერთი წევრი ამ წესის შესაბამისად . 2. ოქმი დგება ელექტრონული ფორმით (თუ ეს შესაძლებელია ), რომელიც იბეჭდება სხდომის დასრულებისთანავე და წარედგინება საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად . თუ რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმის შინაარსს , ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს . 3. სხდომის ოქმში შეიტანება : ა ) საბჭოს დასახელება ; ბ ) სხდომის დრო და ადგილი ; გ ) დღის წესრიგი ; დ ) სხდომაზე დამსწრე პირების სახელი , გვარი და სტატუსი ; ე ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი , გვარი და სტატუსი ; ვ ) განხილვის მოკლე აღწერა ; ზ ) კენჭისყრის შედეგები ; თ ) მიღებული გადაწყვეტილებები . 4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება შესაბამის სამინისტროში . მუხლი 13. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება 1. გრანტის გაცემის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია შესაბამისი მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ . 2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე . საგრანტო განაცხადების მიღებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა იყოს ხუთ სამუშაო დღეზე ნაკლები საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღიდან . 3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას : ა ) გრანტის გამცემის დასახელება ; ბ ) შესაბამისი სფეროს დასახელება , საქმიანობის /მომსახურების აღწერა და ის მიზნები , რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით ; გ ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები ; დ ) შეფასების კრიტერიუმები ; ე ) საგრანტო ვადა ; ვ ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა ; ზ ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ; თ ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი ; ი ) საგრანტო ხელშეკრულების პროექტი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესათანხმებლად იქნება წარდგენილი მთავრობასთან . მუხლი 14. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამ დადგენილების საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად, ადგენს შესაბამისი მინისტრი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარდგინების საფუძველზე . 2. მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა , სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს , სისტემაში არსებული კითხვა -პასუხის მოდულის მეშვეობით , მოსთხოვოს საგრანტო საბჭოს კონკურსის პირობების შესახებ განმარტებები და ინფორმაცია . თავის მხრივ , საგრანტო საბჭო ვალდებულია , კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა , კითხვა -პასუხის მოდულის მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი განმარტება . ამ პუნქტით დადგენილი განმარტება შესაძლებელია გააკეთოს საბჭოს თავმჯდომარემ , რის თაობაზეც საგრანტო საბჭოს პირველივე სხდომაზე ეცნობებათ საგრანტო საბჭოს წევრებს . 3. ორგანიზაცია , რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს , უნდა იქნეს დისკვალიფიცირებული . 4. საბჭოს უფლება აქვს , საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა , ასევე ცნობა მოვალეთა რეესტრიდან . 5. იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებელმა 2 სამუშაო დღეში ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე ცნობა საგადასახადო დავალიანების არსებობის ან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში , საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის წარმომდგენი განმცხადებლის დისკვალიფიკაციის თაობაზე . მუხლი 15. საგრანტო განაცხადის წარდგენა და განხილვა 1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განმცხადებლის მიერ მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით , შესაბამისი მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილ დოკუმენტთა ერთობლიობას , რომელიც მოიცავს , სულ მცირე : ა ) საგრანტო განაცხადის ფორმას (ტიპურ ფორმას , საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი . საგრანტო განაცხადის ფორმა ქვეყნდება მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ) და საგრანტო წინადადებას შესაბამისი დანართებით ; ბ ) განმცხადებლის დებულებას /წესდებას ; გ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს ; დ ) იურიდილი პირის შემთხვევაში – ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან . 2. საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . 3. საგრანტო განაცხადის დადგენილ მოთხოვნებთან ტექნიკურ შესაბამისობას ადგენს შესაბამისი სამინისტროს ის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს გამართულ ფუნქციონირებას . თუ საგრანტო განცხადება შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს , განმცხადებელს მიეცემა არანაკლებ 2 სამუშაო დღე მის აღმოსაფხვრელად . ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განცხადების დისკვალიფიკაციის შესახებ საკითხს წყვეტს საბჭო . 4. საკითხს მიღებული განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ საბჭო განიხილავს საგრანტო პროგრამით განაცხადების შეტანისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ , საბჭოს სხდომაზე . 5. საგრანტო განაცხადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობისას ექვემდებარება დისკვალიფიკაციას . წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ შევსება /გასწორება დაუშვებელია . საბჭო არ ახდენს განმცხადებლის დისკვალიფიკაციას , თუ მის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი შეიცავს ისეთ უზუსტობებს , რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება კონკურსის პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს . 6. საბჭო უფლებამოსილია, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია /დოკუმენტაცია და განმცხადებელს ამისათვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა . 7. საგრანტო განაცხადის დაზუსტების მიზნით საბჭო უფლებამოსილია , მოითხოვოს განმცხადებელთან შეხვედრა . გადაწყვეტილებას განმცხადებლის საბჭოს სხდომაზე მოწვევის შესახებ იღებს საბჭო , რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი სხდომის დღეს და ამის შესახებ განმცხადებელს აცნობებს სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა . 8. გადაწყვეტილებას განმცხადებლის სხდომაზე მოწვევის შესახებ საბჭო აქვეყნებს მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე , ასევე აცნობებს განმცხადებელს ტელეფონის ან /და ელ -ფოსტის მეშვეობით . საბჭოს სხდომა , რომელზეც მოწვეულია განმცხადებელი , საჯაროა და მასზე დასწრების უფლება აქვს ყველა განმცხადებელს , გარდა ამ წესის მე -19 მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად დისკვალიფიცირებული პირებისა . 9. საბჭოს წევრები ცალ -ცალკე განიხილავენ თითოეული საგრანტო წინადადების შესაბამისობას შეფასების კრიტერიუმებთან . 10.იმ შემთხვევაში , თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული , სხდომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბჭო შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის მინისტრს საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების , საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ . მუხლი 16. საგრანტო განაცხადი 1. საგრანტო განაცხადის ტიპურ ფორმას საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი . 2. საგრანტო განაცხადს თან უნდა ერთოდეს საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში აღნიშნული ყველა დამატებითი დოკუმენტაცია . 3. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით საბჭოს წარუდგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას . 4. საგრანტო განცხადების დოკუმენტების მიღების თარიღად და დროდ ითვლება მათი შესაბამის ელექტრონულ სისტემაზე გაგზავნის ან წერილობითი სახით საგრანტო განცხადების შესაბამისი სამინისტროს კანცელარიაში რეგისტრაციის დრო . მუხლი 17. საგრანტო წინადადება 1. საგრანტო წინადადება უნდა შეიცავდეს : ა ) თუ როგორ , რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს /მომსახურების შესრულებას . ასევე ინფორმაციას იმის შესახებ , განმცხადებელი სამუშაოს /მომსახურებას დამოუკიდებლად შეასრულებს თუ ისარგებლებს ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების ) შესაძლებლობით ; ბ ) გრანტის ოდენობას , რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს /მომსახურების შესრულებას ; გ ) დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს ; დ ) შესრულების ვადას ; ე ) მოსალოდნელ შედეგს ; ვ ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამინური რესურსების , მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ ; ზ ) ინფორმაციას იმის შესახებ , თუ როგორ გეგმავს განმცხადებელი მიღწეული შედეგების შეფასებას . 2. განმცხადებელს უფლება აქვს ერთ მიმართულებაზე (ლოტზე ) წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება . მუხლი 18. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები 1. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს შესაბამისი მინისტრი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარდგინების საფუძველზე , ამ წესისა და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად . 2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებასთან ერთად მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით . 3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია : ა ) დასმული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მეთოდი ; ბ ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა ; გ ) ადამიანური რესურსების გამოცდილება ; დ ) საგრანტო წინადადების ხარჯთეფექტიანობა ; ე ) საგრანტო წინადადებით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისობა მისაღწევ მიზნებთან . 4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით საბჭო ადგენს დამატებით შეფასების კრიტერიუმებს . 5. საგრანტო წინადადებები ფასდება საბჭოს მიერ ცალ -ცალკე, საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვით . მუხლი 19. საგრანტო განაცხადის შერჩევა 1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ საბჭო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას . შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა . 2. საგრანტო განაცხადის შერჩევის მიზნით საბჭო ამოწმებს, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ; 3. შერჩევის პროცესში საბჭო ახდენს საგრანტო განაცხადების კლასიფიკაციას შემდეგ კატეგორიებად : ა ) საგრანტო განაცხადები , რომელთა მიმართ არსებობს დისკვალიფიკაციის საფუძველი ; ბ ) საგრანტო განაცხადები , რომლებიც უნდა იქნეს განხილული . 4. თითოეული განაცხადის დისკვალიფიკაციის თუ განსახილველად მიღების საკითხს საბჭო წყვეტს კენჭისყრით . 5. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს დისკვალიფიკაციის საფუძველი . განაცხადი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს , ან : ა ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი , რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის ; ბ ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი , რომლის წარდგენაც მოითხოვა საბჭომ , ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად , ამ წესის მე -15 მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად , საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე ; გ ) განმცხადებელი არ გამოცხადდა ამ წესის მე -15 მუხლის მე -7 პუნქტის შესაბამისად საბჭოს მიერ დანიშნულ სხდომაზე , რის გამოც საბჭოს არ გააჩნია ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით , რომელთა დაზუსტების მიზნითაც განმცხადებელი მოწვეულ იქნა ამ სხდომაზე ; დ ) წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ; ე ) ერთი სუბიექტის მიერ ერთ ლოტზე წარმოდგენილია ერთზე მეტი საგრანტო წინადადება ; ვ ) ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ტექნიკური ხარვეზი ; ზ ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე . მუხლი 20. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა 1. დისკვალიფიკაციის პროცედურის შემდგომ საბჭო იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას . შეფასება განხორციელდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ცალ -ცალკე , დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით . ასევე , საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა -განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისა (წერილობითი ან ზეპირი ) და /ან ექსპერტისაგან . 2. საგრანტო წინადადება ფასდება საბჭოს სხდომაზე შეფასებაში მონაწილე წევრების მიერ დაწერილი ჯამური ქულების ჯამის გაყოფით საბჭოს იმ წევრების რაოდენობაზე , რომელიც მონაწილეობას ღებულობს შეფასებაში (საშუალო არითმეტიკული ). 3. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება , რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს , თუ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საგრანტო წინადადების უარყოფის შესახებ . 4. საგრანტო საბჭოს აქვს უფლება , მოთხოვნილზე დაბალი თანხით დააფინანსოს საგრანტო წინადადება . 5. თუ გამარჯვებული უარს განაცხადებს საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე , საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე ან ქულათა რეიტინგით მომდევნო განმცხადებლის გამარჯვებულად ცნობის შესახებ , თუ ის დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს . 6. თუ საგრანტო წინადადებამ მიიღო მაქსიმალური ქულის ნახევარზე ნაკლები , საბჭოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს დასვას საგრანტო წინადადების უარყოფის საკითხი . ასეთ შემთხვევაში კენჭი ეყრება საგრანტო წინადადების უარყოფას . თუ კენჭისყრის შედეგად საგრანტო წინადადება არ იქნა უარყოფილი , იგი ჩაითვლება მიღებულად . 7. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა , მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით . კენჭისყრის შედეგად ორი ან რამდენიმე საგრანტო წინადადების მიერ თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში საგრანტო წინადადების განხილვისა და შესწავლის პროცედურა იწყება თავიდან . 8. საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე . 9. იმ შემთხვევაში , თუ საგრანტო საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკურსის ჩატარებას არსებითად განსხვავებული პირობებით , რის საფუძველზეც განხორციელდება ცვლილება საგრანტო პროგრამაში ამ წესის შესაბამისად , შესაბამისი მინისტრი უფლებამოსილია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის შეწყვეტის შესახებ . მუხლი 21. გადაწყვეტილების მიღების ვადა 1. საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში . 2. გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენის შემდეგ , საბჭო მიმართავს შესაბამის მინისტრს რეკომენდაციით გრანტის გაცემისა და მიღების გაცემის შესახებ . 3. საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტის გაცემისა და მიღების თაობაზე , იღებს შესაბამისი მინისტრი . მუხლი 22. გასაჩივრება 1. გრანტის გამცემის და საბჭოს ნებისმიერი ქმედება ან /და გადაწყვეტილება ან საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო საკითხები საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით . 2. საბჭოს ქმედება ან /და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გრანტის გამცემთან ან /და სასამართლოში . 3. გრანტის გამცემის ქმედება ან /და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან ) ან სასამართლოში . 4. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან საგრანტო ხელშეკრულების დადების პროცესს , თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჩერების გამომრიცხავი სხვა გარემოებები . თუ მოსალოდნელია გასაჩივრების შემთხვევაში დავის გადაწყვეტის გახანგრძლივება 1 თვეზე მეტი ხნით და შეჩერებულია შემდგომი პროცედურების განხორციელება , რაც საფრთხეს უქმნის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროულად დაწყებასა და შესრულებას , შესაბამისი მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და მისი ხელახლა გამოცხადების შესახებ . მუხლი 23. სამინისტროს მიერ გრანტის გაცემასთან და მიღებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები 1. შესაბამისი სამინისტრო გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე წარუდგენს მთავრობას , გრანტის გაცემის მიზნის , გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის . 2. გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს თან უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დადებითი დასკვნა . 3. სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 1%-ს , თუ მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება . 4. სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის მიღების მიზნის , მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით ) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით . მუხლი 24. საგრანტო ხელშეკრულების დადება 1. სამართლებრივი ურთიერთობა შესაბამის სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული წერილობითი საგრანტო ხელშეკრულებით . 2. საგრანტო ხელშეკრულების პროექტი მის გაფორმებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მისაღებად წარედგინება მთავრობას . 3. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საბჭოს გადაწყვეტილება , გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ და შესაბამისი მინისტრის გადაწყვეტილება საბჭოს მიერ გამარჯვებულად ცნობილი პროექტის საგრანტო დაფინანსების შესახებ . 4. საგრანტო ხელშეკრულების დადების , შეჩერების , შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით . 5. გრანტის მიმღებს შეუძლია გასცეს ქვეგრანტი , თუ მისი გაცემა გათვალისწინებულია გრანტის მიმღებსა და გამცემს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით . ამასთან , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგრანტო ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ქვეგრანტის გაცემის პირობებს . 6. ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი წესით თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა , გრანტის გამცემის უფლებამოსილ პირსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის იდება საგრანტო ხელშეკრულება . 7. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში , როცა : ა ) არსებითად შეიცვალა გარემოება , რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება ; ბ ) გამოვლინდა დისკვალიფიკაციის საფუძველი ; გ ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი . 8. ამ მუხლის მე -7 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 7 დღის ვადაში , გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ . სხვა შემთხვევაში ცხადდება ხელახალი საგრანტო კონკურსი . 9. ამ მუხლის მე -7 პუნქტის „ბ “ და „გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში , 7 დღის ვადაში შესაბამისი მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ . მუხლი 25. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი 1.გრანტის გაცემისა და მიღების სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემ შესაბამის სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის , აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის, ფულადი სახსრების ) გამოყოფის შესახებ . ხეშეკრულება უნდა შეიცავდეს : ა ) გრანტის გაცემის მიზანს ; ბ ) მოცულობას ; გ ) სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას; დ ) მათი ათვისების ვადებს და ძირითად მოთხოვნებს , რომლებსაც გრანტის გამცემი სამინისტრო უყენებს გრანტის მიმღებს . 2. საგრანტო ხელშეკრულება ასევე უნდა ითვალისწინებდეს : ა ) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს ; ბ )მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ ; გ ) შესასრულებელი სამუშაოს /მომსახურების აღწერას ; დ ) მხარეთა უფლება -მოვალეობებს ; ე ) შესაბამისი სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს , ვადას , და სუბიექტის საბანკო რეკვიზიტებს ; ვ ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ; ზ ) შესასრულებელი სამუშაოს /მომსახურების ვადას , ეტაპებს ; თ ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს ; ი ) ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების ) წესს (ასეთის არსებობის შემთხვევაში ); კ ) სამუშაოს /მომსახურების შესრულების დადასტურების წესს ; ლ ) ანგარიშგების წესს ; მ ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს ; ნ ) დავის გადაწყვეტის წესს ; ო ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას ). მუხლი 26. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა 1. გრანტის მიმღები საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში გრანტის გამცემის ჩარევა დაუშვებელია . 2. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევად არ ითვლება ამ წესითა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება . მუხლი 27. მონიტორინგი 1. შესაბამისი სამინისტრო ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე . 2. გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში . 3. პერიოდული და საბოლოო ანგარიშების ფორმას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი . ანგარიშგების ფორმები წარმოადგენს საგრანტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს . 4. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას : ა ) გრანტის მიმღების შესახებ ; ბ ) გრანტის გაცემის სფეროს , მიზნების , ამოცანების და სამიზნე ჯგუფის შესახებ ; გ ) გრანტის მოცულობის შესახებ ; დ ) საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ ; ე ) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ , ვადებისა და მიღწეული მიზნების შეფასების მითითებით ; ვ ) დანახარჯების შესახებ; ზ ) განხორციელებული აქტივობების ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ . 5. გრანტის გამცემი უფლებამოსილია , ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობის გარდა , გრანტის მიმღებს მოსთხოვოს საგრანტო პროგრამის მიმდინარე პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა , რაც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს . 6. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების , მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე . გრანტის გამცემი უფლებამოსილია , გრანტის მიმღებს მოსთხოვოს ამ მუხლის მე -2 და 5 პუნქტებით გათვალისწინებულ ანგარიშთან დაკავშირებული განმარტებების ან /და დამატებითი დასაბუთების , ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება . მუხლი 28. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა 1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან /და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან /და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს , გრანტის გამცემი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით . 2. თუ გრანტის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას , გრანტის გამცემი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ . დარღვევის აღმოფხვრამდე შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა, თუ გრანტის მიმღებს სრულად არ ჰქონდა მიღებული გრანტი ან მას იღებდა ეტაპობრივად . 3. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვერება საგრანტო ხელშეკრულებით . 4. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხები . მუხლი 29. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება თუ საგრანტო თანხის ხარჯვის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩება გამოუყენებელი თანხები და თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა , გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს აუთვისებელი თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები