„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017194
107
15/04/2019
ვებგვერდი, 16/04/2019
010320040.22.033.017194
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №107

2019 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში (ვებგვერდი, 14/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. მე-9 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;

ბ) იურიდიული, ეკონომიკური, ფინანსების, ბუღალტერიის ან საგადასახადო დავების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.

4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) იურიდიული, ეკონომიკური, ფინანსების, ბუღალტერიის ან საგადასახადო დავების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.

5. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;

ბ) იურიდიული, ეკონომიკური, ფინანსების, ბუღალტერიის ან საგადასახადო დავების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“.

2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა ხუციშვილი