დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016549 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016395) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ფუნქციები საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტებთან ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების დამყარებას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციას; ბ) დამეგობრებულ და პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობების წარმართვას, მათთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, გაღრმავებას და ამ მიმართულებით საქმიანობის წარმართვის სამომავლო გეგმების შემუშავებას; გ) თანამშრომლობას საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, კომპეტენციის ფარგლებში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების დაგეგმვას და ორგანიზებას; დ) დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის კოორდინაციას; ე) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ვ) სხვა ქვეყნების დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას და ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვის ორგანიზებას. სტუმრების მასპინძლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები