დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის №209-რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 26/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის №209-რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის №209–რს დადგენილებით (სსმ III, 28.07.2008წ., №106, მუხ. 1182) განსაზღვრული მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძირითადი შემადგენლობა:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 4 წევრი
1. ცისკარიშვილი პეტრე (დელეგაციის ხელმძღვანელი)
2. გაბაშვილი გიორგი (დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე)
3. ჟვანია ლაშა
4. თაქთაქიშვილი ჩიორა
ფრაქცია „ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატები“ – 1 წევრი
5. თარგამაძე გიორგი.“;
ბ) ევროკავშირის (საქართველო – ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის) საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში გოგუაძე გიორგის ნაცვლად შეყვანილ იქნეს ბობოხიძე აკაკი;
გ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში ბობოხიძე აკაკის ნაცვლად შეყვანილ იქნეს გოგუაძე გიორგი;
დ) საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში მელაძე გიორგის ნაცვლად შეყვანილ იქნეს გოგორიშვილი ხათუნა, ხოლო სათადარიგო შემადგენლობაში გოგორიშვილი ხათუნას ნაცვლად შეყვანილ იქნეს მელაძე გიორგი;
ე) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამი) საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში კვერნაძე ელდარის ნაცვლად შეყვანილ იქნეს ხურციძე ბეჟანი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 23 სექტემბერი
№290–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები