„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016317
8
12/04/2019
ვებგვერდი, 15/04/2019
010250020.35.129.016317
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2019 წლის 12 აპრილი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (სსმ, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელნიც დაავადებულნი არიან შემდეგი სიცოცხლისათვის საშიში, ქრონიკული დაავადებებით: ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დაავადებები (C00-C97), ეპილეფსია, ღვიძლის ციროზი, ნეირომუსკულური პრობლემები (მიასთენია, გრავის და სხვა მიონევრული დაავადებები) (G70.0-G70.9), გიენ-ბარეს სინდრომი (G61.0), მოტორული ნეირონების დაზიანება, მათ შორის ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება (G12.0-G12.9), პოლინეიროპათია (G63),  პოლიომიელიტი  და  კუნთების პირველადი დაზიანებანი (G71.0-G71.9), მიქსედემა (E00.0)  და „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების დანართი 17.2-ით განსაზღვრული იშვიათი დაავადებები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი