დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 10/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016275 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2577 და „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულებების შესაბამისად:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.01.2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.151.016267) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; 1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10919,9 ათასი ლარის ოდენობით:
“; 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2504,9 ათ. ლარის ოდენობით:
“; 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6613.4 ათასი ლარის ოდენობით:
“; 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 11072.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 11072.4 ათასი ლარის ოდენობით
“; 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -6765,9 ათასი ლარის ოდენობით.“
9. დადგენილების დანართით დამტკიცებული მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „მუხლი 11. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 6765,9 ათასი ლარის ოდენობით.“
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები,
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამულო კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები,საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებები და არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები შეესაბამებოდეს სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პროგრამის აღწერა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვნ მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე იგეგმება: დაბა სტეფანწმინდაში ილია ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება,სოფ. სიონისა და სოფ. გარბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია, სოფ.ყანობთან მისასვლელი ხიდის მშენებლობის დასრულება, სოფ. სნოს და სიონის შიდა გზების რეაბილიტაციის დასრულება, კობათ უბნის ნაპირსამაგრის მშენებლობა,დ.გუდაურში მარკოპოლამდე მისასვლელი გზის,სოფ.არშის,სოფ. ცდოს და სოფ. გორისციხის გზების რეაბილიტაცია, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი,კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული გზების რაოდენობა, მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა - შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კომუნალური სერვისების გამართული ფუნქციონირება და ამ სერვისებით მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა. პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს წყლის სისტემების ,გარე განათების და დასუფთავების სერვისების მიწოდებას. არსებული სიტუაციით მუნიციპალიტეტში სრულად ვერ ხდება აღნიშნული სერვისების ხარისხიანი მიწოდება მოსახლეობისათვის. რისთვისაც საჭიროა აღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორები: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მოსახლეობის ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში.მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.1. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია – დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა-პატრონობის ხარჯები. გარე განათების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა) იპ „ყაზბეგის კეთილმოწყობის“ სამსახური. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: განათებული ტერიტორია. შეფასების ინდიკატორები: სანათი წერილების რაოდენობა, რომელთაც გაეწია მომსახურება.მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.2. წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 02 ) ქვეპროგრამის მიზანი: წყლის სისტემის გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ხელშეწყობა, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: სოფ.ხურთისის წყლის და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა, სოფ.სოფ გარბნის, არშის, ახალციხის, სიონის, ცდოს, სნოს, გორისციხის, არშის, ფანშეტის, კარკუჩის და ყანობის წყლის სისტემის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. გათვალისწინებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ხარჯი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორი: წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან;სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნარჩენების დაგვა-დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების მოვლა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. დასუფთავების მომსახურებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „ყაზბეგის კეთილმოწყობის“ სამსახური. გათვალისწინებულია აგრეთვე სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხის პროცენტი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: დასუფთავებული ტერიტორია და გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა. შეფასების ინდიკატორები: გატანილი ნარჩენების საერთო რაოდენობა.მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.4. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია კომუნალური სერვისების გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა მოიცავს დ.სტეფანწმინდაში სასაფლაოების და მისი ტერიტორიის მოვლა-პატრონობას,მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანებას, საგზაო ნიშნების მოწყობას, ზამთრის სეზონზე მუნიციპალური გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან, რაიონის სოფლებში წყალსადენის მოვლა პატრონობას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორები: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მოსახლეობის ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში,მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.5. საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 03.02.05) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ღონისძიებების ხარისხიანობის უზრუნველყოფა ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა.კერძოდ გათვალისწინებულია: სოფ.ყანობთან მისასვლელი ხიდის მშენებლობის, სოფ. სიონის და სოფ. გარბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის, სოფ. არშის, სოფ. ცდოს და გორისციხის გზის რეაბილიტაციის, ილია ჭავჭავაძის ქუჩის, სოფ. ხურთისის წყლის და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის, რაიონის 11 სოფელში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სოფ. კობის და დაბის მეორე ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციის, სოფლებში რიტუალების სახლების რემონტის ზედამხედველობის მომსახურება. შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული ობიექტების რაოდენობა,კმაყოფილი მოსახლეობა. 1.2.6. ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06 ) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მდებარე შენობების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბა სტეფანწმინდაში არსებული კორპუსების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყობა მომსახურების ბიურო, მოხდება დაბის მეორე ადმინისტრაციული და სოფ. კობის ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია. შეფასების ინდიკატორები: გარემონტებული შენობების რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 1.3. კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობაა, რომლებიც ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. 1.3.1. გუდაურში ე.წ. „გადასახედის“ რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს დაბა გუდაურში ე. წ. "გადასახედის" რეაბილიტაციას. დაგეგმილია ე.წ. „ გადასახედთან“ პარკინგის მოწყობა. 1.3.2. სასწრაფოს განთავსებისათვის ახალი შენობის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 02 ) პროექტი ითვალისწინებს დაბა გუდაურში სასწრაფოსათვის შენობის დაქირავებას. 1.4. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელების ხელშეწყობა. პროგრამის აღწერა: პროგრამა ახორციელებს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას და ექსპლოატაციას. გათვალისწინებულია: სოფლებში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია, მათი კომუნალური ხარჯების დაფარვა.გათვალისწინებულია აგრეთვე სოფ.ცდოში სოფლის სახლის მშენებლობა. განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფა. საქართველოს მთავრობის 22/01/2019 წლის №45 განკარგულების საფუძველზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხით 252,0 (ორას ორმოცდათორმეტი) ათ.ლარით მოეწყობა: სკვერები-სოფ.სოფ. სიონში, არშაში, ფხელშეში და ხურთისში. გარემონტდება წყლის სისტემები და სათავე ნაგებობები სოფლებში-ცდო, გველეთი, ქოსელი, ფანშეტი, კობი და ალმასიანი. სახიდე გადასასვლელი მოეწყობა სოფ. გორისციხეში და ქვემო ოქროყანაში. სასაფლაოების შემოღობვა მოხდება სოფ. ვარდისუბანში, კარკუჩა, ყანობი და ტყარშეტში. თავშეყრის ადგილები მოეწყობა სოფ. ახალციხეში და სოფ. გარბანში.სოფ. აბანოში გზის მოხრეშვა, დ. გუდაური- ქულისციხეში სპორტული მოედანი,სოფ. სნოში სპორტდარბაზი, სოფ. ჯუთაში საზოგადოებრივი საპირფარეშო და სოფ. აჩხოტში სპორტული ინვენტარის შეძენა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კეთილმოწყობილი სოფლები, კმაყოფილი მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორები: მხარდაჭერილი პროექტების რაოდენობა. 1.5 განაშენიანების გეგმა (ორგანიზაციული კოდი 03 05 ) პროგრამის მიზანი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცითი მოწყობა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება სტრატეგიული განვითარების ხედვის დოკუმენტაციის შესყიდვა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცით მოწყობას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: სტრატეგიულად განვითარებული მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 1.6 უსახური შენობების დემონტაჟი (ორგანიზაციული კოდი 03 06 ) პროგრამა ითვალისწინებს გუდაურთან მისასვლელი გზის მიმდებარედ უსახური შენობების დემონტაჟს. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. 2.1. სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, ბაგა-ბაღების გახსნა ისეთ სოფლებში, სადაც ბაღების გახსნისთვის შესაბამისი კონტინგენტი არ არის, მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონასით მომსახურეობა. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის " სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრი ", რომელიც აერთიანებს 8 საბავშვო ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 206 ბავშვი. საბავშვო ბაღებში სწავლა უფასოა. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გათვალისწინებულია აგრეთვე პერსონალის ხელფასის მატება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ბავშვების სკოლისთვის მზაობა. შეფასების ინდიკატორი: სკოლისთვის მზად მყოფი ბავშვების ხვედრითი წილი. კმაყოფილი მოსახლეობა. 2.2. საჯარო სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძირითადი აქტივების მშენებლობა, არსებულის მიმდინარე შეკეთება და მოვლა-პატრონობა. გათვალისწინებულია სოფ. არშის ბაღის რეაბილიტაციის დასრულება, დაბა გუდაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა, საქართველოს მთავრობის განკარგულების 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულების საფუძველზე 310.0 (სამას ათი) ათასი ლარით დაბა სტეფანწმინდაში საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: სკოლისთვის მზადმყოფი ბავშვების რაოდენობა. შეფასების ინდიკატორი: კმაყოფილი მოსახლეობა. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. 3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტი აქტიურად დააფინანსებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს, როგორიცაა თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, მეკლდეურობა, რაგბი. განახორციელებს სპორტსმენთა ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელშეწყობას, მათ ფინანსურ დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობის დაინტერესება ჯანსაღი სპორტული წესით და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ზრდას. შეფასების ინდიკატორი: სპორტულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა. 3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის კულტურული ღონისძიებებით დაინტერესება, მოსწავლე-ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტი კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სხვადასხვა კულტურული ობიექტების და ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ფინანსური მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას. განხორციელდება სხვადასხვა კულტურული და სანახაობრივი ღონისძიებები, ასევე სადღესასწაულო დღეები. ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული ”ყაზბეგობა”, რომლის მიზანია ხევის ტრადიციების პოპულარიზაცია და დიდი ქართველი მწერლის ალ. ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფა, ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის გაიმართება ფესტივალები და კონცერტები. გათვალისწინებულია აგრეთვე ახლად აშენებული კულტურის სახლისათვის ინვენტარის შეძენა. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ყოველმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტის განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლინება. დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები – რაგბი, თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, მეკლდეურობა. დაფინანსდება რაგბის კლუბი“ ყაზბეგი“. პროგრამა ითვალისწინებს ბიბლიოთეკების ფინანსურ მხარდაჭერას, წიგნადი ფონდის შევსებას თანამედროვე ლიტერატურით და დაკომპლექტებას ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. ახორციელებს სკოლისგარეშე სახელოვნებო წრეების ფინანსურ მხარდაჭერას. მათ შორის: ხატვის,ქსოვის თექის შესწავლის, ქორეოგრაფიული. აღადგენს და განავითარებს ხალხური რეწვის მივიწყებულ ტრადიციულ დარგებს და აწყობს ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვას. ხელს უწყობს ახალგაზრდების ნიჭისა და უნარის განვითარებას, წარმატებული მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებას სხვადასხვა სახის პრიზებითა და საჩუქრებით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება. საბიბლიოთეკო წიგნების ფონდის განახლების გზით მოსახლეობის წიგნიერებისადმი დაინტერესება. მუნიციპალიტეტში მუსიკალური და სამხატვრო განათლების განვითარების ხელშეწყობა. შეფასების ინდიკატორები: კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობა. 3.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები, სხვადასხვა ღონისძიებები). პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას, ურთიერთობების გაღრმავებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ახალგაზრდების დაინტერესება, სხვადასხვა ღონისძიებებში მათი ჩართულობის ზრდა. შეფასების ინდიკატორები: ღონისძიებებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00 ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით განსაზღვრული დელეგირებული ფუნქციების უზრუნველყოფა. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება, ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებათა გატარება, მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი და სხვ. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანამშრომელთა ხელფასების მატება. აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – ყაზბეგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდები დაავადების პრევენციის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვა. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. შეფასების ინდიკატორები: დაავადებების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა, დაცული სანიტარიული ღონისძიებების მქონე ობიექტების რაოდენობა. 4.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. კერძოდ: ავადმყოფთა სოციალური დაცვა – გათვალისწინებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამკურნალო და საოპერაციო მომსახურების დაფინანსება. დახმარება გაეწევა იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც სამედიცინო ცნობისა (ფორმა №100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა. ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა – გათვალისწინებულია ყოველ ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადი დახმარება: პირველი შვილის დაბადებაზე – 200 (ორასი) ლარი, მეორე შვილის დაბადებაზე – 300 (სამასი) ლარი, მესამე შვილის დაბადებაზე – 400 (ოთხასი) ლარი, მეოთხე შვილის დაბადებაზე – 500 (ხუთასი) ლარი, მეხუთე და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებაზე – 1000(ათასი) ლარი და ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 (ათასი) ლარი.გარდა აღნიშნულისა დახმარება ერთჯერადად ეძლევა მრავალშვილიან ოჯახებს. ამ დახმარების მიმღები არის მრავალშვილიანი ოჯახის ყოველი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის – შვილი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ოჯახში ხანდაზმულ 90 და 90 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე გაიცემა ერთჯერადად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ჰემოდიალიზზე მყოფ ოჯახის წევრს დახმარება მიეცემა თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალური შემწეობის მიმღებ,ობოლ და მრავალშვილიან ოჯახის სტუდენტებს სწავლის საფასური დაუფინანსდება 80%-ით. უდედმამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე გათვალისწინებულია დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით,ხოლო ცელიაკიით დაავადებულ ბავშვებზე ყოველთვიურად 170 (ას სამოცდაათი) ლარი. სარიტუალო მომსახურების ხარჯი – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურებისათვის – 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარი, ხოლო უპატრონო და უკიდურესად გაჭირვებულ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. შეზღუდული შესძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა – გათვალისწინებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ფულადი ფორმით ერთჯერადად: I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებზე – 150(ას ორმოცდაათი) ლარი,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 200(ორასი) ლარი, ხოლო მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე – 250(ორას ორმოცდაათი) ლარი. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება – გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება.ასევე გათვალისწინებულია დაზარალებულთა დახმარება საკვები პროდუქტებითა და სასტუმროს მომსახურებით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო. შეფასების ინდიკატორები: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა. 5. მმართველობა და თავდაცვა (პროგრამული კოდი 01 00,02 00 ) პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. 5.1 მმართველობა პროგრამის მიზანი: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და კვალიფიციური მუშაობა. პროგრამის აღწერა: პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯებს, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების მაღალხარისხიანი განხორციელება. შეფასების ინდიკატორები: საჯარო მმართველობის შეფასებისას მაღალი ქულა. კმაყოფილი მოსახლეობა. 5.2 თავდაცვა პროგრამის მიზანი: კანონით განსაზღვრული დელეგირებული ფუნქციების უზრუნველყოფა. პროგრამის აღწერა: შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების მაღალხარისხიანი განხორციელება. შეფასების ინდიკატორები: დელეგირებული ფუნქციის ზედამხედველი ორგანოს შეფასება.“. 11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 14. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ყაზბეგის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები