სს ,,საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

სს ,,საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
1-1/162
04/04/2019
ვებგვერდი, 12/04/2019
სს ,,საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/162

 

2019 წლის 4 აპრილი

 

ქ. თბილისი

 

სს ,,საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 24 იანვრის №1026/12, 2019 წლის 21 თებერვლის №2645/12, 2018 წლის 16 ნოემბრის №18564/12 განცხადებები თბილისი მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 1026/12, 2645/12, №18564/12 განცხადებებით მომართა სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ და ,,საქართველოს კონსტიტუციის“ მე-19 მუხლის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თბილისი მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

პროექტის მოკლე აღწერა:

სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

პროექტის მიზანია უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა დასრულებულია. მათ შორის ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობაც, რომლის საპროექტო სიგრძე შეადგენს 8350 მეტრს და წარმოადგენს ყველაზე დიდ გვირაბს ამიერკავკასიაში. მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა გაიზრდება 48 მლ ტონამდე, ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში მიაღწევს 100 მლ ტონას, ამას გარდა შემცირდება რკინიგზის ექსპულატაციის და მოვლის ხარჯები.

მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე მე-7 გვირაბისა (სოფ. ანიულას მიმდებარე ტერიტორია) და რკინიგზის სადგურ მოლითის დამაკავშირებელი სარკინიგზო და მის პარალელურად არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთის ასაშენებლად , სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მითითებით აუცილებელია გივი კვინიკაძის საკუთრებაში არსებული (ს/კ 36.17.33.130), ზურაბ კვინიკაძის, კუკური კვინიკაძის, მაგდა კვინიკაძის, ნანა კვინიკაძის, ნინო კვინიკაძის, ნონა კვინიკაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 36.17.33.190) გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შუამდგომლობა და მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ხორციელდება თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც შედის ზესტაფონი ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

დასახელებული პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა გივი კვინიკაძის (პ/ნ 57001046607) საკუთრებაში არსებული, ასევე ზურაბ კვინიკაძის (პ/ნ 56001004846), კუკური კვინიკაძის (პ/ნ 56001022190), მაგდა კვინიკაძის (პ/ნ 17001002588), ნანა კვინიკაძის (პ/ნ 56001006654), ნინო კვინიკაძის (პ/ნ 56001025865), ნონა კვინიკაძის (პ/ნ 56001006653) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 36.17.33.130 (მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ანიულა, 945 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა/ნაგებობები) მესაკუთრეა გივი კვინიკაძე (პ/ნ 57001046607).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 36.17.33.190 (მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ნებოძირი, 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა/ნაგებობა) მესაკუთრეები არიან ზურაბ კვინიკაძე (პ/ნ 56001004846), კუკური კვინიკაძე (პ/ნ 56001022190), მაგდა კვინიკაძე (პ/ნ 17001002588), ნანა კვინიკაძე (პ/ნ 56001006654), ნინო კვინიკაძე (პ/ნ 56001025865), ნონა კვინიკაძე (პ/ნ 56001006653).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის.

ვინაიდან, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 8 თებერვლის, 15 მარტის და 26 მარტის ოქმის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. თბილისი მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:

1.1 ს/კ 36.17.33.130 უძრავი ქონება – მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანიულა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 945 კვ.მ და მასზე არსებული შენობა/ნაგებობები, მესაკუთრე გივი კვინიკაძე (პ/ნ 57001046607), საექსპროპრიაციო ფართი 945 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობა, ნარგავები.

1.2 ს/კ 36.17.33.190, უძრავი ქონება მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 1570 კვ.მ და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა, თანამესაკუთრეები: ზურაბ კვინიკაძე (პ/ნ 56001004846), კუკური კვინიკაძე (პ/ნ 56001022190), მაგდა კვინიკაძე (პ/ნ 17001002588), ნანა კვინიკაძე (პ/ნ 56001006654), ნინო კვინიკაძე (პ/ნ 56001025865), ნონა კვინიკაძე (პ/ნ 56001006653), საექსპროპრიაციო ფართი 658 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობა, ნარგავები. 

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                 ეკატერინე მიქაბერიძე