აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 11/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016262
12
08/04/2019
ვებგვერდი, 12/04/2019
010340000.32.061.016262
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №12

2019 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 14/01/2014წ. 010340000.32.061.016067) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-8 მუხლისბ“ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახაზინო დეპარტამენტი:

ბ.ა) მომსახურების განყოფილება;

ბ.ბ) ანგარიშგებისა და ფულადი სახსრების მართვის განყოფილება.“.

2. დებულების მე-11 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;

გ)მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულებაზე კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზაცია და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

დ)  მინისტრისა და მოადგილეების პროტოკოლის წარმოება, რეზოლუციების მომზადება;

ე) სამინისტროს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საჭიროებების განსაზღვრა, მისი უზრუნველყოფა და გამართული მუშაობის ხელშეწყობა, ასევე შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ზუსტი კონფიგურაცია;

ვ)   შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების დადგენა;

ზ) სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ი) საქმისწარმოებისა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ი.ა) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას; დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას; დავალებათა შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად; სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციასა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ი.ბ) სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოსთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

ი.გ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მინისტრის ბრძანებითა და განკარგულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

3.  დებულების მე-12 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სახაზინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება;

ბ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადამხდელო დოკუმენტების მიღება და დამუშავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) მოითხოვოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შეზღუდოს გადასახდელების გაცემა მის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე;

ე) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;

ზ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;

ი) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში ფინანსური ანგარიშგებისა და დანართი ფორმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში შეუჩეროს მათ ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსება;

კ) საქართველოს სახაზინო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით საბუღალტრო აღრიცხვაში განხორციელებული ცვლილებების დაყვანა მხარჯავ დაწესებულებებამდე, მეთოდოლოგიური სიახლეების შექმნაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) გამოიყენოს თავის საქმიანობაში ელექტრონული დოკუმენტები;

მ) საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ნ) მომსახურების განყოფილების  ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ნ.ა) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით;

ნ.ბ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით;

ნ.გ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

ნ.დ)დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ საქონლის/მომსახურების/ სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელი გადახდების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება დადგენილი წესით;

ნ.ე)დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება;

ნ.ვ) საგადამხდელო პროცედურების შესახებ მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემა.

ო) ანგარიშგებისა და ფულადი სახსრების მართვის განყოფილების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ო.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება;

ო.ბ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა ანგარიშგება და შესრულების ანგარიშების მომზადება;

ო.გ) სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების /მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება;

ო.დ) ხაზინის ანგარიშებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება;

ო.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;

ო.ვ) საქართველოს სახაზინო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით საბუღალტრო აღრიცხვაში განხორციელებული ცვლილებების დაყვანა მხარჯავ დაწესებულებებამდე, მეთოდოლოგიური სიახლეების შექმნაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

ო.ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) პერიოდული და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება;

ო.თ) ფინანსური ბაზრის ანალიზი, ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევა, ფულადი სახსრების განთავსება და მონიტორინგი;

ო.ი) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;

ო.კ) ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;

ო.ლ) კომერციული ბანკებიდან ფულადი სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადმოტანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა.“.

4.  დებულების  მე-13 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საბიუჯეტო დეპარტამენტი

საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კოორდინაცია;

დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად წინადადებების მომზადება მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების თაობაზე;

ე) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება;

ზ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების პროექტებისა და საბიუჯეტო განაცხადების შესწავლა, კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებთან და ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებთან მიმართებით;

თ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების ანალიზი, გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსებისა და მიღწეული შუალედური/საბოლოო შედეგების ტენდენციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მხარჯავ დაწესებულებასთან ოპონირებისათვის სათანადო არგუმენტაციის მომზადება მათ მიერ მოთხოვნილი დაფინანსებისა და მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ურთიერთშესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით;

ი) ბიუჯეტის შესრულების პროცესში შესაძლო ცვლილების საჭიროების დროული გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის განწერის თანახმად ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით წარმოდგენილ საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებების მიღება, დამუშავება, პროგრამული/სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო დეპარტამენტზე  დაშვება;

ლ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო დეპარტამენტზე დაშვება;

მ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე,9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მიღება-დამუშავება, მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;

ნ) საბიუჯეტო პროცესში განხორციელებული ცვლილებების სათანადოდ დანერგვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეწყობა.

ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ანალიზი; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარდგენა;

პ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო პოლიტიკის გრძელვადიან მიმართულებათა შემუშავებისათვის და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისათვის წინადადებების წარდგენა;

ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ყოველკვარტალური და წლიური მონიტორინგი და ანალიზი;

რ) კონსოლიდირებული ბიუჯეტის განყოფილების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

რ.ა) ფინანსური სახსრების მართვა; დარგების საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენებისათვის ყოველწლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა ჩამოყალიბება; დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის მიხედვით განწერის ფორმირება და დადგენილი წესის შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა;

რ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

რ.გ) წლიური ბიუჯეტის შესახებ ანგარიშის მომზადების სამუშაოების კოორდინაცია;

რ.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ს) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა, წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებათა მომზადება.

ტ) მინისტრის, ასევე კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებების განხორციელება.“.

5.  დებულების  მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აფხაზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების სარგებლობაში და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების აღნუსხვა;“.

6. დებულების  მე-16 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი

ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება;

ბ) ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში და აღნიშნულ პროცესში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჩართულობის შესწავლა და ანალიზი;

გ) ეკონომიკისათვის პრიორიტეტული დარგების განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

დ) დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში, ფორმირებასა და წარმართვაში მონაწილეობის მიღება;

ე) საინვესტიციო-საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:

ე.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადება და ამ მიზნით ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესგაერთიანებებთან თანამშრომლობა, კონსულტაციებისა და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ე.ბ) მეწარმეობის განვითარების მდგომარეობის პერიოდული ანალიზის განხორციელება;

ე.გ) განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

ვ) რეგიონებში განსახლებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების მომზადება და ამ კუთხით მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.“.

7. დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 17. საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო

საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;

ბ) სამინისტროს აპარატის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენა, წარდგენა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება;

გ) სამინისტროს აპარატის საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს აპარატის კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა, სამინისტროს დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულებების და სსიპ-ების კვარტალური და წლიური კონსოლიდირებული ბალანსების შედგენა და წარდგენა;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს აპარატისათვის მატერიალურ/არამატერიალურ საშუალებათა შესყიდვის დაგეგმვის უზრუნველყოფა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების უზრუნველყოფა;

ვ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევის უზრუნველყოფა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის, წლიური გეგმის და კორექტირებული გეგმის შესაბამის ვადებში მომზადების უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ი) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის უზრუნველყოფა;

კ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

8. დებულების მე-18  მუხლი „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სამინისტროს მიერ შემუშავებული ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტებზე კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო ხასიათის დასკვნების მომზადება. კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სტრუქტურული ერთეულებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;“.

9. დებულების მე-18  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ამოცანები და კომპეტენციაა:

ბ.ა) საჯარო სამსახურის სფეროში საკადრო პოლიტიკის წარმართვა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ბ.ბ) სამინისტროს სისტემის  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

ბ.გ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ.დ) სამინისტროს მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა; სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა; ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობისა და რეორგანიზაციის პროცესების წარმართვა; მოხელის შეფასების პროცესის წარმართვა და შეფასების შედეგების ასახვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით მოხელისათვის შესაბამისი მოხელის კლასის მინიჭებაზე წინადადებების წარდგენა;

ბ.ე) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა. სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ჩატარების და მათში მონაწილეობის მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა. დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ.ვ) სამინისტროში პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა დადგენილი წესით;

ბ.ზ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების  პროექტების მომზადება მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაყვანის, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების და, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;

ბ.თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

10. დებულების მე-19 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. შიდა აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების/ორგანიზაციების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;

ბ) შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

დ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი;

ე) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;

თ) შიდა აუდიტის განხორციელების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

ი) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია