სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ

სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 200000000.10.003.021199
184
05/04/2019
ვებგვერდი, 11/04/2019
200000000.10.003.021199
სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №184

2019 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1902 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესები

მუხლი 1

1. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების,   დეკლარირებისა   და   გადახდის წესები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ნებადართული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების აქციზით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. წესი განისაზღვრება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოტანილი აქციზური საქონლის შეფუთვა, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება და ეტიკეტირება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2

1. ამ დადგენილების მიზნებისათვის, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი, რომელიც ნებადართული საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული ალკოჰოლიანი სასმლის ან/და თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანას (შემდგომში − ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური საქონლის შემოტანა), ითვლება აღნიშნული აქციზური საქონლის მწარმოებლად.

2. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზით დაბეგვრის ობიექტი არის შესაბამისი აქციზური მარკის შეძენა.

3. ამ   მუხლის   მე-2   პუნქტით   გათვალისწინებულ   შემთხვევაში,   აქციზი გადახდას ექვემდებარება აქციზური მარკების შეძენისას, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. სპეციალური  საწარმოს  სტატუსის  მქონე  პირი  უფლებამოსილია,  ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზის გადახდა განახორციელოს არაუგვიანეს აქციზური მარკის შეძენიდან 6 თვისა, თუ აქციზური მარკის შეძენისას წარდგენილი იქნება საქართველოს რეზიდენტი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების საბანკო გარანტია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 10 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტით განსაზღვრულ გადახდის ვადას.

6. საბანკო გარანტია უქმდება:

ა) ნაწილობრივ − გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, გადახდილი (მათ   შორის,   გადაფარული) აქციზის თანხის პროპორციულად;

ბ) სრულად − თუ შესრულდა ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულება.

7. ამ მუხლით დადგენილ ვადაში საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია,  მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება აქციზის გადასახადის თანხის ოდენობით.

8. ამ   დადგენილებით   გათვალისწინებული   აქციზის   გადასახადის დეკლარაციის წარდგენის წესსა და დეკლარაციის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.