„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12990
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 08/04/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016055
12990
08/04/2019
ვებგვერდი, 10/04/2019
140080000.42.047.016055
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №12990

2019 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 140080000.42.047.016032; 08/07/2014) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საქართველოს სახელმწიფო  უზრუნველყოფის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 და მე-3 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

 სააგენტოს საქმიანობის  მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე ქვეყნის შესაბამისი მაღალი რანგის თანამდებობის პირების უზრუნველყოფა მათი საქმიანობისათვის საჭირო, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი პირობებით;

ბ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით გასამართი შეხვედრების, ვიზიტების და სხვა ღონისძიებების მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის დავალებით, სამსახურის დასაცავი პირების და დაცვის ობიექტების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული სერვისული მომსახურება;

დ) გადაცემული ქონების ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა, რეკონსტრუქცია, შესაბამისი აღჭურვა, სამშენებლო და სარემონტო (მიმდინარე და კაპიტალური) სამუშაოების უზრუნველყოფა;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროგრამებისა და  პროექტების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი დონის (მათ შორის, საზღვარგარეთიდან ჩამოსული) სტუმრების მომსახურება მოთხოვნის შემთხვევაში;

ზ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა და საამისოდ საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

თ) სახელისუფლებო დაწესებულებათა წარმომადგენლების, ასევე სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი კონტინგენტის მიღება და სათანადო მომსახურება;

ი) სამსახურის დავალებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ობიექტების აღჭურვა, კეთილმოწყობა, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარების უზრუნველყოფა და სერვისული მომსახურება.

მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილებანი

თავისი ამოცანებისა და მიზნების განსახორციელებლად  სააგენტოს უფლება აქვს:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;  

ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;

გ) განკარგოს მის გამგებლობაში არსებული ქონება და ფულადი სახსრები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაამყაროს ურთიერთობა და დადოს ხელშეკრულებები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, მათ შორის, სხვა ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ე) სამსახურთან შეთანხმებით განახორციელოს სააგენტოს კადრების შერჩევა და დაკომპლექტება, აგრეთვე დადგენილი წესით ხელი შეუწყოს სააგენტოში დასაქმებულ სპეციალისტთა მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას;

ვ) სამსახურთან შეთანხმებით მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტები შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები, საჭირო ეკონომიკური ურთიერთობები და უზრუნველყოს დანიშნულების ადგილებზე სააგენტოს  წარმომადგენლების გაგზავნა;

თ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით გასამართი შეხვედრების, ვიზიტების და სხვა ღონისძიებების მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის წევრების ვიზიტების ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის, სამივლინებო და მივლინებისას გაწეული გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა და აღნიშნულთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ლ) განიხილოს განცხადებები სააგენტოს  კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებანი სააგენტოსთვის  გადაცემული სახელმწიფო ქონების მიმართ;

მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე