დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4494-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.09.001.016521 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „იუაი“ („Ernst & Young Global Limited“). 2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 29 500 ლარით. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საპენსიო სააგენტომ. 4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „იუაი“-სთან („Ernst & Young Global Limited“) გააფორმოს ხელშეკრულება. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 5 აპრილი 2019 წ. N4494-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები