დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 04/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.31.056.016060 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
87-უ.ს.რ.ს.
04/04/2019
ვებგვერდი, 08/04/2019
010190020.31.056.016060
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/04/2019 - 02/03/2021)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: |
1.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს (შემდგომში – უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრი) ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით უფლება აქვთ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებს შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფათ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა. |
2.
უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №68, №69, №70, №71 და №72 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩეული უმაღლესი საბჭოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება არაუმეტეს 2 წარმომადგენელი, ხოლო №73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარდგინების საფუძველზე – არაუმეტეს 3 წარმომადგენელი. |
3.
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებთან, არაუმეტეს უმაღლესი საბჭოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ვადით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
4.
უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ №68, №69, №70, №71 და №72 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩეული უმაღლესი საბჭოს თითოეული მაჟორიტარი წევრის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შრომის ანაზღაურებისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა (გამოეყოფათ) 1200 ლარი, ხოლო №73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლებს – 1800 ლარი. |
5.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენელი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს აპარატს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. |
6.
ამ დადგენილების ამოქმედებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის №22 დადგენილების საფუძველზე დასაქმებული უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლები საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებას აგრძელებენ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო იმავე პოზიციაზე მათი შემდგომი შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
7.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ჩაქვი, 4 აპრილი 2019 წ. N87-უ.ს.რ.ს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები