„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 85-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 04/04/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.056.016079
85-უ.ს.რ.ს.
04/04/2019
ვებგვერდი, 11/04/2019
010240010.30.056.016079
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge), 20.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.30.056.016064) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“.

 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში

1. ვადები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს.

2. ვადები, რომლებიც ამ კანონით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა.“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერით და ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი მიიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვისას და იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის კანონი მიიღება და ქვეყნდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი 5 დღის ვადაში ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს 10 დღის ვადაში ან შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს.

8. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შენიშვნებით დააბრუნებს კანონს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

9. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის  მხარდაჭერა. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

10. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა იგი უმაღლეს საბჭოს ან ამ მუხლის მე-8 ან მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალა, რომლის მომზადება და მიღება ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების  პროცედურა, უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა და უმაღლესი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე არანორმატიული. არანორმატიულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ის დადგენილება, რომელიც საკადრო, ინდივიდუალურ, პროცედურულ ან პერსონალურ საკითხებს ეხება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“.

 4. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს კომიტეტი.“.

5. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ამონაწერი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.“.

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აქტის მიღების თარიღად ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ აქტის საბოლოო რედაქციით მიღების დღე.“.

7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.“.

8. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

9. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

10. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარდგენილია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და   27-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.“.

11. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის VI თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ჩაქვი,

4 აპრილი 2019 წ.

N85-უ.ს.რ.ს.