ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევისთვის სატივეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევისთვის სატივეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016491
87
29/03/2019
ვებგვერდი, 08/04/2019
000000000.00.101.016491
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევისთვის სატივეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №87

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

ალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევისთვის სატივეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, ვერის შესახვევს (შესახვევი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) მიენიჭოს სატივეს ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                              გიორგი ტყემალაძე