ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის გიორგი გაგილაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის გიორგი გაგილაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016494
90
29/03/2019
ვებგვერდი, 08/04/2019
000000000.00.101.016494
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის გიორგი გაგილაძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №90

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

ქალაქ  თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის გიორგი გაგილაძის I ჩიხის  სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)  ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს   გიორგი  გაგილაძის  I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 გიორგი ტყემალაძე