ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის იგოთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის იგოთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016499
95
29/03/2019
ვებგვერდი, 10/04/2019
000000000.00.101.016499
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის იგოთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №95

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის იგოთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს იგოთის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        გიორგი ტყემალაძე