დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩის, ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩის I გასასვლელის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016500 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება N96
2019 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩის, ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩის I გასასვლელის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში გაგრძელდეს ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩა თანდართული რუკის თანახმად;
ბ) საბურთალოს რაიონში გაგრძელდეს ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩის I გასასვლელი თანდართული რუკის თანახმად;
გ) საბურთალოს რაიონში, გაგრძელდეს სანდრო მირიანაშვილის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები