დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეღვინე სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016503 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება N99
2019 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეღვინე სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვპ ითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მეღვინე სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები