დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-73/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება №02-73/ო |
|
2019 წლის 25 მარტი |
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად
ვბრძანებ:
1. გაიცეს სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალზე“ (ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. №56) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „აუტოფსიური საქმიანობა“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ (ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. №56) დირექტორის დ. ბარლიანის განცხადება №21105, 14.02.2019 წ. ადგილზე შემოწმების აქტი №187-18, 20.03.2019წ., ზეპირი მოსმენის ოქმი №7 22.03.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები