სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-64/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 18/03/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-64/ო
18/03/2019
ვებგვერდი, 11/04/2019
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-64/ო 

2019 წლის 18 მარტი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად
ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაზე“ (ქ. ბათუმი,  ფრიდონ ხალვაშის   გამზ. №237) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“  და  ლიცენზიის  დანართები:
„ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „აუტოფსიური საქმიანობა“, „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“ .
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6)
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინას“ გენერალური დირექტორის მ/შ  ვ. ურუშაძის განცხადება №18545, 11.02.2019 წ., ადგილზე შემოწმების აქტი №184-16 15.03.2019 წ., ზეპირი მოსმენის ოქმი №5 18.03.2019 წ.                                

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                           თეიმურაზ პირველაშვილი