,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016600
01-32/ნ
05/04/2019
ვებგვერდი, 05/04/2019
470230000.22.035.016600
,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-32/ნ

2019 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე  ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის  №01-16/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 29/05/2015; 470230000.22.035.016329) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესი)  მე-8  მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს კენჭისყრისგან თავის შეკავების უფლება არ აქვს. მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ დასკვნის მიღების მიზნით გასამართ კენჭისყრის პროცესში  შესაძლებელია (დასაშვებია), სოციალური მუშაკი  მონაწილეობდეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ ჯგუფის სხვა წევრებთან სოციალური მუშაკის  კონტაქტი, რაც  დადასტურებული იქნება შესაბამისი ოქმით.  კენჭისყრის პროცესში, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობებით მონაწილეობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის ხელმოწერით დადასტურებული გამოსაკვლევი პირის შეფასების ფორმა (დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), მისი დასკანერებული ვერსია  ბიუროს ეგზავნება ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით. სოციალური მუშაკის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამავე ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად შევსებული გამოსაკვლევი პირის შეფასების ფორმა  წარმოადგენს მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის განუყოფელ ნაწილს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო