დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-35/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470030000.22.035.016603 |
01-35/ნ
17/04/2019
ვებგვერდი, 18/04/2019
470030000.22.035.016603
სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
|
სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის შესახებ
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სამედიცინო ჩანაწერების შენახვას უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი პირი (შემდგომში –
სამედიცინო დაწესებულება), ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი (შემდგომში – ეროვნული არქივი) და/ან კერძო არქივები, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობებით, მათზე საკუთრების უფლების შენარჩუნებით.
|
| მუხლი 2 |
სამედიცინო ჩანაწერების შენახვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო პირობები აღნიშნული დოკუმენტების შენახვის, მათთან მოპყრობის/კონფიდენციალობის უზრუნველყოფისა და ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამორიცხვის მიზნით.
|
| მუხლი 3 |
სამედიცინო დაწესებულებებში კუთვნილი სამედიცინო ჩანაწერების დაცვის უზრუნველყოფა, შენახვა, აღრიცხვა, დამუშავება, მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე, გამოყენებისა და სარგებლობის პირობები განისაზღვრება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანების შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
სამედიცინო დაწესებულებების მიერ დეპოზიტური შენახვისთვის გადაცემული სამედიცინო ჩანაწერების დაცვის უზრუნველყოფა, შენახვა, აღრიცხვა, დამუშავება, მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე, გამოყენებისა და სარგებლობის პირობები განისაზღვრება:
|
ა)
ეროვნული არქივის შემთხვევაში – „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით; |
ბ)
კერძო არქივების შემთხვევაში – „კერძო არქივების ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №74 ბრძანების შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
სამედიცინო ჩანაწერები ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრულ დაწესებულებებში ინახება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უწყებრივი ნუსხით განსაზღვრული ვადით.
|
| მუხლი 6 |
ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული სამედიცინო ჩანაწერები ამ ბრძანების მე-5 მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შესანახად გადაეცემა ეროვნულ არქივს ან კერძო არქივებს. |
| მუხლი 7 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 ივლისის N198/ნ ბრძანება.
|
| მუხლი 8 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები