„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 03/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016589
1-1/160
03/04/2019
ვებგვერდი, 04/04/2019
300300000.22.024.016589
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/160

2019 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ((www.matsne.gov.ge, სსმ №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილებისა და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასა და ვაჭრობასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

დ) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებულ პირობებსა და პროცედურებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „ბ.თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ.თ) ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.“;

ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც მიერთებულია მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი (მხოლოდ წარმოების, განაწილების ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის და პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში), გარდა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციისა და ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

გ) დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ) ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების ქსელთან მიერთების არსებული აღწერილობა, საბალანსო გაყოფის წერტილების, სააღრიცხვის კვანძებისა  და პარამეტრების მითითებით, ასევე ქსელთან მიერთების ცალხაზოვანი სქემა. წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელთანაც მიერთებულია მაძიებლის მფლობელობაში არსებული ქსელი (საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში);

ზ) საცალო მომხმარებლის სტატუსის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული განაწილების ლიცენზიატის მიერ (საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში).“;

დ)  41 პუნქტის შემდეგ დაემატოს 42 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„42. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მაძიებელმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“;

ე) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მაძიებელი წარმოადგენს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ  და  თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნტებით დადგენილი მოთხოვნებისა, ასევე უნდა წარუდგინოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.“.

ვ)  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს (გარდა საბითუმო ვაჭრობაში იმპორტიორად, ექსპორტიორად და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლად რეგისტრაციის მაძიებლისა) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით.;

ზ) 81 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. იმპორტიორად, ექსპორტიორად ან ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლად რეგისტრაციის მაძიებლის შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში განაცხადის შემოტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“;

ე) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტიორის, ექსპორტიორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციაზე.“.

3. 32 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი არის მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, ასევე ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს.“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს რეგისტრაცია შესაძლებელია გაუუქმდეს  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული შემთხვევებში.“.

5. 42 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად სავალდებულო რეგისტრაციის წესი

1. საცალო მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, ამავე დადგენილებით განსაზღვრული თარიღიდან უნდა დარეგისტრირდეს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საცალო მომხმარებლების ჩამონათვალი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნული მომხმარებლების ქსელთან მიერთების წერტილების სია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საცალო მომხმარებელი,  ამ მუხლის პირველ პუნტში მითითებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული თარიღიდან აღარ წარმოადგენს საცალო მომხმარებელს.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე  წერილობით აცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საცალო მომხმარებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თარიღიდან საცალო მომხმარებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მოხმარებელი, რეგისტრაციის მაძიებელმა, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით ადრე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას ახორციელებს ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

6. თუ ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული  აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში  შეყვანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თარიღიდან.

7. თუ ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული  აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა,  მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში  შეყვანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თარიღიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული არის ხარვეზის გამოსწორების ვადა.”.

6. მე-5 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კვალიფიციური საწარმოები (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) ვალდებული არიან ყოველდღიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ინფორმაცია, მიწოდების და მიღების პუნქტებში არსებულ მრიცხველებზე ფაქტობრივად დაფიქსირებული მონაცემების შესახებ.

4. კვალიფიციური საწარმოები (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) ვალდებულნი არიან მიწოდება-მიღების ყველა პუნქტში, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლების გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე გამოყენებულ მინაერთებზე არსებული მრიცხველები ჩართონ/დაუკავშირონ ზედა დონის ესკაა სისტემაში/სისტემას და უზრუნველყონ ამ მრიცხველებზე დაფიქსირებული ინფორმაციის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადაცემა, სულ მცირე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობით.

5. კვალიფიციური საწარმოები (ელექტროენერგეტიკული ბაზრის  ოპერატორის და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) უფლებამოსილნი არიან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში, დროებით (არაუმეტეს 24 სთ-სა კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში) შეაჩერონ მიწოდება-მიღების პუნქტ(ებ)ში, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლების გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე გამოყენებულ მინაერთებზე არსებული მრიცხველების დაკავშირებულობა/ჩართულობა ზედა დონის ესკაა სისტემასთან.“.

7. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ, ერთი მხრივ, წარმოების ლიცენზიატი, იმპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და, მეორე მხრივ, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, ან ექსპორტიორი ერთი და იგივე პირია, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) პირდაპირ ხელშეკრულებას ცვლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც განსახორციელებლად საჭიროებს იგივე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში.“

8. 81 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის გამყიდველი (ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს ამ ელექტროენერგიის (საბალანსო ელექტროენერგიის) გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე მისაწოდებელი (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) (ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის გარდა) ითვლება მიერთებულად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„21. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელზე (პირდაპირ მომხმარებლებზე) ან ექსპორტიორზე (ექსპორტიორებზე) პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე მიწოდებული (გაყიდული) ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია, ელექტროენერგიის მწარმოებლის (მწარმოებლების) ან იმპორტიორისაგან (იმპორტიორებისაგან), შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლზე ელექტროენერგიის გამყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება ელექტროენერგეტიკული ბაზრის  ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.

22. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლის (მწარმოებლების) ან იმპორტიორისაგან (იმპორტიორებისაგან) პირდაპირი ხელშეკრულების (პირდაპირი ხელშეკრულებების) საფუძველზე შესყიდული, ან მისი იმპორტის ხელშეკრულების საფუძველზე იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია, პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისაგან ელექტროენერგიის შემსყიდველი სუბიექტი (სუბიექტები) ითვლება მიერთებულად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებთან და წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველს სისტემის კომერციულ ოპერატორზე.“.

9.  მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„21. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ან/და ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე და იმავე საანგარიშო პერიოდში პირდაპირ მომხმარებლებზე ან/და ექსპორტიორებზე ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს  ერთდროულად;

22. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში  პირდაპირი ხელშეკრულებების პირობებით შესასყიდი ან/და ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ტოლი უნდა იყოს იმავე საანგარიშო პერიოდში პირდაპირ მომხმარებლებზე ან/და ექსპორტიორებზე პირდაპირი ხელშეკრულებების პირობებით გასაყიდი ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობისა;“

ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ1) დარღვეულია ამ მუხლის 21 ან/და 22 პუნქტის მოთხოვნები;“.

10. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სავალდებულოა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კვალიფიციური საწარმოებისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მწარმოებლების მიერ (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა) წარმოებული (სალტეზე გაცემული), ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლების მიერ გაყიდული, განაწილების ლიცენზიატების მიერ მიღებული, მათ შორის გატარებული, პირდაპირი მომხმარებლების მიერ მიღებული (მოხმარებული), იმპორტიორების მიერ იმპორტირებული, ექსპორტიორების მიერ ექსპორტირებული, ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.“.

11. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საწვავით უზრუნველყოფის ხელშეკრულების ასლი მხოლოდ თბოელექტროსადგურის შემთხვევაში.“.

12. დაემატოს 45-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის  დროებითი წესი

1. საცალო მომხმარებელი, რომელიც 2018 წლის შედეგების საფუძველზე აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის №144 დადგენილებით ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, 2019 წლის 1 მაისიდან უნდა დარეგისტრირდეს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, არაუგვიანეს 2019 წლის 15 აპრილისა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საცალო მომხმარებლების ჩამონათვალი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნული მომხმარებლების ქსელთან მიერთების წერტილების სია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საცალო მომხმარებელი, 2019 წლის 1 მაისიდან აღარ წარმოადგენს საცალო მომხმარებელს.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, არაუგვიანეს 2019 წლის 15 აპრილისა, წერილობით აცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საცალო მომხმარებელს 2019 წლის 1 მაისიდან საცალო მომხმარებლის სტატუსის გაუქმების შესახებ, ასევე მიაწოდოს ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მოხმარებელი, რეგისტრაციის მაძიებელმა, არაუგვიანეს 2019 წლის  20 აპრილისა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნტებითა და 51 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით.

7. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, რეგისტრაციის მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ქსელსაც უერთდება რეგისტრაციის მაძიებელი, ამოწმებენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ აღრიცხვის კვანძებს და ადგენენ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს.  საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმების კონკრეტულ თარიღს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობით აცნობებს რეგისტრაციის მაძიებელს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმება უნდა განხორციელდეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაციის მაძიებელთან წერილობითი შეტყობინების გაგზავნის დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

8. თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა, მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში  შეყვანა ხორციელდება 2019 წლის 1 მაისიდან.

9. თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დადასტურდა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის გამართულობა,  რეგისტრაციის მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში  შეყვანა ხორციელდება 2019 წლის 1 მაისიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული არის ხარვეზის გამოსწორების ვადა.

10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა საცალო მომხმარებელმა არ შეასრულა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოქმედება, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, აღნიშნულის თაობაზე, არაუგვიანეს 2019 წლის 25 აპრილისა, წერილობით აცნობებს პირს, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელთანაც მიერთებულია საცალო მომხმარებელი. პირი, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელთანაც არის მიერთებული საცალო მომხმარებელი, ვალდებულია, 2019 წლის 1 მაისიდან საცალო მომხმარებელს შეუწყვიტოს/შეუზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია