„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.139.016327
69
25/04/2019
ვებგვერდი, 01/05/2019
200140030.35.139.016327
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №69

2019 წლის 25 აპრილი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/02/2019, 200140030.35.139.016318).
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” დაემატოს მე-3, მე-4, მე-5 მე-6 და მე-7 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3.96 ლარს.

4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბებში (გარდა ბაკურიანისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%- ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.

6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18.06. №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, ბორჯომი-ტბა-ცემის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის ცენტრალური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლით და შეადგენს 17.16 ლარს. (გარდა ბაკურიანისა).

7. სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის ორმაგი ოდენობით და, შესაბამისად, შეადგენს 26.40 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი წესი.“.

3. დადგენილებას დანართის სახით დაემატოს მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 „ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი

დანართი №2
ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება

ქ. ბორჯომის ზონებში მდებარე არეალები

ლოკალური

ტერიტორიული

ინდექსი ITL

1

ცენტრალური ზონა

მტკვრის მარცხენა მხარეს დ. აღმაშენებლის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, მესხეთის ქუჩა, ლიკანის დასახლება - გოგებაშვილის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, რუსთაველის მოედანი, სააკაძის ქ., ფალიაშვილის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, გოგიასციხის ქუჩა, წმინდა ნინოს ქ, გამარჯვების ქუჩა, მტკვრის მარჯვენა მხარეს ერეკლეს ქუჩა, კოსტავას ქუჩა, ცხრა აპრილის ქუჩა, კოსტავას სახელობის სკვერი, რობაქიძის

ქუჩა ხიდამდე, გამსახურდია, დუმბაძე, ჭავჭავაძის ქუჩა, ჯორჯაძის ქუჩა, აკაკის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალური ისტორიული პარკი

1.3

2

შუალედური ზონა

ჩარხისწყლის დასახლება, გურამიშვილის ქუჩა, დიმიტრი ყიფიანის ქუჩა, ინგოროყვას ქუჩა, მანჯგალაძის ქუჩა, ორბელიანის ქუჩა, შ. თორელის ქუჩა, პეტრიწის ქუჩა, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა, მირზა გელოვანის ქუჩა, ბესიკის ქუჩა,გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, სადგერის ქუჩა, ჩარხისწყლის დასახლება - თორის ქუჩა, 300 არაგველის ქუჩა, ახალი უბნის დასახლება, არდაგნის დასახლება

1.00

3

პერიფერიული ზონა

ვაშლოვანის, ლარების, ლიბანის, ზორეთის, ანდეზიტის დასახლება, ნიკოლაძის ქუჩა, საბარგოს ქუჩა

0.7