დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.156.016357 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №4 დადგენილების დანართი 1-ში და პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.“. დადგენილების დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი (წინადადება და მასზე თანდართული მასალები: ქანდაკების განთავსების შესახებ მიმართვის ასლი, ქანდაკების ვიზუალური (არქიტექტურულ-დიზაინერული) პროექტი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება სამინისტროს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები