დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 02/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.70.082.016001 |
|
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
|
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „რ“ ქვეპუნქტების, მე-18 და 21-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს –
განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს –
განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სათათბირო ორგანო – განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საქმიანობის სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო. 2. თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილებები საბჭოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებასა და/ან სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით პროკურატურის ამოცანების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 3. საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა და კომპეტენცია 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე – გენერალური პროკურორი. 2. საბჭოს შემადგენლობას, საქმიანობის წესს და კომპეტენციის ფარგლებს, განსახილველი საკითხის თავისებურების გათვალისწინებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 3. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მოწვეულ იქნენ, როგორც პროკურატურის თანამშრომლები, ისე სხვა პირები, მათ შორის, სისხლის სამართლის დარგის უცხოელი ექსპერტები/სპეციალისტები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები