„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021195
180
02/04/2019
ვებგვერდი, 03/04/2019
300160070.10.003.021195
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2019 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“:

1. 202-ე ქვეთავით გათვალისწინებული:

„ა) ტერმინი – „სართული მიწის დონის ზემოთ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

სართული მიწის დონის ზემოთ ნებისმიერი სართული, რომლის მოპირკეთებული იატაკის ზედაპირი მთლიანად მიწის დონის ზემოთაა, ან სადაც იატაკის მოპირკეთებული ზედაპირი არის:

1. 1,8 მ-ზე მაღლა მიწის დონიდან;

2. შენობასთან დაგეგმარებული/დასრულებული მიწის ზედაპირის ყველაზე დაბალი წერტილიდან 3,7 მ-ზე მაღლა;“;

ბ) ტერმინ „ტენტის“ განმარტების შემდეგ დაემატოს ტერმინ „ტექნიკურად შეუძლებლის“ განმარტება შემდეგი რედაქციით:

„ტექნიკურად შეუძლებელი – შენობის ან ნაგებობის იმგვარად გადაკეთება, რომლის განხორციელების შესაძლებლობა მცირეა, ვინაიდან არსებული კონსტრუქციული პირობები მოითხოვს ისეთი მზიდი ელემენტის ამოღებას ან შეცვლას, რომელიც კონსტრუქციული ჩარჩოს ძირითადი ნაწილია, ან რადგანაც ფიზიკური ან ტერიტორიული თავისებურებები კრძალავს ისეთი ელემენტების, სივრცეების ან სხვა სპეციფიკური მახასიათებლების შეცვლას ან დამატებას, რომლებიც სრულად და ცალსახად შეესაბამება ახალი კონსტრუქციისთვის განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს და ასევე აუცილებელია მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.“.

2. 310.4 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

310.4. საცხოვრებელი ჯგუფი -2. საცხოვრებელი ჯგუფის დაკავებულობა საძინებელი ერთეულებით ან ორზე მეტი საცხოვრებელი ერთეულით, სადაც დამკავებლები უმთავრესად მუდმივად ცხოვრობენ. ეს ჯგუფი მოიცავს შემდეგს:

  • მრავალბინიან სახლებს/შენობებს;
  • საოჯახო სასტუმროებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის)16-ზე მეტი დაკავებულობის დატვირთვით;
  • დედათა მონასტრებს;
  • მამათა მონასტრებს;
  • საცხოვრებლებს საერთო საძინებლებით;
  • სასტუმროებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის);
  •  საცხოვრებელ-სამუშაო ერთეულებს;
  • მოტელებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის);
  •  თანასაკუთრებებს დასასვენებლად.“.

3. 403.2.3 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

403.2.3. გასასვლელის შემომზღუდავებისა და ლიფტის შახტის შემომზღუდავების სტრუქტურული მთლიანობა. 130 მ-ზე მაღალი ყველა შენობისთვის შიგა გასასვლელის გზა-კიბეებისა და ლიფტის შახტის შემომზღუდავები უნდა შეესაბამებოდეს 403.2.3.1 – 403.2.3.4 ქვეთავებს.

403.2.3.1. კედლის ანაწყობი. შიგა გასასვლელის გზა-კიბისა და ლიფტის შახტის შემომზღუდავების წარმომქმნელი კედლის ანაწყობები უნდა შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს რბილი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-2 დონეს, რაც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.

403.2.3.2. კედლის ანაწყობის მასალები. კედლის ანაწყობის წინა პირი, რომელიც ქმნის შიგა გასასვლელის გზა-კიბისა და ლიფტის შახტის შემომზუღავებს და შიგა გასასვლელის გზა-კიბეების ან ლიფტის შახტის შემომზღუდავის შიგა მხარესთან არ არის შეხებაში, უნდა აიგოს ჩამოთვლილი მეთოდებიდან ერთ-ერთით:

1. კედლის ანაწყობი უნდა შეიცავდეს ზემოქმედებაზე მედეგი სამშენებლო ფილის არანაკლებ ორ შრეს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს მაგარი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-2 დონეს, რომელიც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.

2. კედლის ანაწყობი უნდა შეიცავდეს ზემოქმედებაზე მედეგი სამშენებლო ფილის არანაკლებ ერთ შრეს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს მაგარი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-3 დონეს, რომელიც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.

3. კედლის ანაწყობი შეიცავს ნებისმიერი მასალის რამდენიმე შრეს, რომლებიც მოწმდება ერთობლივად და შეესაბამება ან აღემატება მაგარი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-3 დონეს, რომელიც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.

403.2.3.3. ბეტონისა და წყობის კედლები. ბეტონის ან წყობის კედლები უნდა აკმაყოფილებდეს 403.2.3.1 და 403.2.3.2 ქვეთავების მოთხოვნებს.

403.2.3.4. კედლის სხვა ანაწყობები. დასაშვებია კედლის ნებისმიერი სხვა ანაწყობი, რომელიც უზრუნველყოფს 403.2.3.1 და 403.2.3.2 ქვეთავებში მოთხოვნილის შესაბამის მედეგობას ზემოქმედებაზე მაგარი სხეულის ზემოქმედების კლასიფიცირების მე-3 დონის მისაღწევად, რაც იზომება ASTM C 1629/C 1629M-ში აღწერილი ტესტის მეთოდით.“.

4. 403.3 ქვეთავის გამონაკლისი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გამონაკლისი: ავტოსაშხეფი სისტემა საჭირო არ არის შემდეგ სივრცეებსა და ფართობებზე:

1. 406.5 ქვეთავის შესაბამისი ღია ავტოსადგომი გარაჟები.

2. რომლებიც გამოიყენება მხოლოდ სატელეკომუნიკაციო აპარატურისათვის, მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი მოწყობილობისთვის, აკუმულატორებისა და სათადარიგო ძრავებისთვის, თუ ეს სივრცეები და ფართობები აღჭურვილია ცეცხლაღმომჩენი ავტომატური სისტემით 907.2 ქვეთავის შესაბამისად. ეს სივრცეები და ფართობები შენობის დანარჩენი ნაწილისაგან გამიჯნულია 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული, არანაკლებ, 1-საათიანი  ცეცხლმედეგი ზღუდეებით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული, არანაკლებ, ორსაათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი თარაზული ანაწყობებით ან ორივეთი.

3. სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა, რომლის დაკავებული იატაკი არ მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე ზემოთ.“.

5. 403.4.6 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„403.4.6. კვამლის გაწოვა. იმისათვის, რომ გამარტივდეს კვამლის გაწოვა ხანძრის შემდგომ ქონების გადარჩენისა და შესამოწმებელი სამუშაოების დროს, შენობები და ნაგებობები უნდა აღიჭურვოს ბუნებრივი ან/და მექანიკური სანიავებელი სისტემებით, საიდანაც გაიწოვება წვის პროდუქტები. ასეთი სანიავებელი სისტემა ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანთაგან ერთ-ერთს უნდა აკმაყოფილებდეს:

1. ხელით გასაღები ფანჯრები ან პანელები უნდა იყოს ადვილად ამოსაცნობი და თითოეული იატაკის პერიმეტრზე არაუმეტეს 15 მ-ის დაშორებებით უნდა განაწილდეს. გასაღები ფანჯრების ან პანელების ფართობი პერიმეტრის ყოველ 15 მ-ზე არ უნდა იყოს 3,7 მ2-ზე ნაკლები.

გამონაკლისი:

1. ს-1 ჯგუფის დაკავებულობებში თითოეული საძინებელი ერთეული ან ოთახების ბლოკი, რომელსაც გარე კედელი აქვს, დასაშვებია უზრუნველყოფილი იყოს 0,2 მ2 საჰაერო ფართობით პირველ პუნქტში განსაზღვრული ფართობის ნაცვლად.

2. ფანჯრები დასაშვებია იყოს ყრუ, თუ მეხანძრეები მინების ამოღებას შეძლებენ.

3. ჰაერის გადამამუშავებელი მექანიკური მოწყობილობა, რომელიც მოცემულ ფართობზე ყოველ 15 წუთში ჰაერცვლას უზრუნველყოფს. გადამუშავებული და გაწოვილი ჰაერი პირდაპირ გარეთ უნდა გავიდეს, რათა შენობის სხვა ნაწილებში მისი რეცირკულირება არ მოხდეს.

4. ნებისმიერი სხვა აღიარებული გეგმა, რომელსაც იგივე შედეგები ექნება.“.

6. 403.4.7.1 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„403.4.7.1. სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემების მიმართ არსებული სპეციალური მოთხოვნები. თუ სათადარიგო სისტემა შენობის შიგნით განთავსებული გენერატორია, სისტემა უნდა მდებარეობდეს ცალკე ოთახში, რომელიც შემოსაზღვრული უნდა იყოს 707-ე ქვეთავის მიხედვით აგებული 2-საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდეებით, ან 711-ე ქვეთავის მიხედვით აგებული თარაზული ანაწყობებით, ან ორივეთი ერთად.  სისტემის ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს ხელით ასამუშავებელი და გადამცემი საშუალებებით, რომლებიც შენობებში, რომლის დაკავებული იატაკი სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე მაღლაა, ხანძრის საკონტროლო ცენტრში უნდა მდებარეობდეს.“.

7. 403.4.8 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„403.4.8.  საავარიო ელექტრომომარაგების სისტემები. 403.4.8.1 ქვეთავში განსაზღვრული საავარიო ელექტროდატვირთვისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათადარიგო ელექტრომომარაგების სისტემა.

403.4.8.1.  საავარიო ელექტროდატვირთვა. ქვემოთ ჩამოთვლილი კლასიფიცირდება, როგორც  საავარიო ელექტროდატვირთვა:

1. გასასვლელების ნიშნებისა და გასასვლელი საშუალებების განათება, მე-10 თავის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ლიფტის კაბინის განათება.

3. საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემები.

4. ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი სისტემები.

5. სახანძრო განგაშის სისტემები.

6. ელექტროენერგიაზე მომუშავე სახანძრო ტუმბოები (საქაჩები).“.

8. 404.6 პუნქტის გამონაკლისის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსაშხეფები უნდა დააყენონ გამმიჯნავი კედლისა და კარების გასწვრივ ორივე მხარეს ან მხოლოდ ოთახის მხარეს, თუ ატრიუმის მხარეს სავალი გზა არ არის. საშხეფები უნდა განთავსდეს მინისგან 10 სმ-ისა და 30 სმ-ის დაშორებით არაუმეტეს 1,8 მ-ის ინტერვალებით მინის გასწვრივ. საშხეფი სისტემა ისე უნდა დაგეგმარდეს, რომ საშხეფი სისტემის გააქტიურების შემდეგ მინის ზედაპირი დაუბრკოლებლად მთლიანად დასველდეს.

1.1. მინა უნდა ჩაისვას ჰერმეტულ ჩარჩოში, რათა ჩარჩოს სისტემის დეფორმირებისას მინა არ გატყდეს საშხეფი სისტემის ამუშავებამდე.

1.2. თუ მინის კედელში ჩასმულია მინის კარები, ისინი ან თავისით უნდა იხურებოდეს, ან ავტომატურად.“.

9. 406.9.4.5 ქვეთავი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.4.5. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილ ადგილთან მიდგომა. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილ თითოეულ ადგილს გასავლელის მეშვეობით უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური და მარტივი მისადგომი, მისასვლელი და გამოსასვლელი, რომელიც მდებარეობს იმავე მიწის ნაკვეთზე, სადაც ავტოსადგომია განთავსებული.“.

10. 420.2 ქვეთავი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„420.2. გამმიჯნავი კედლები. კედლები, რომლებიც მიჯნავს საცხოვრებელ ერთეულებს ერთსა და იმავე შენობაში, საძინებელ ერთეულებს ერთსა და იმავე შენობაში და საცხოვრებელ ან საძინებელ ერთეულებს სხვა დაკავებულობებისგან ერთსა და იმავე შენობაში, უნდა აიგოს, როგორც 708-ე ქვეთავის შესაბამისი ცეცხლმედეგი ტიხრები.“.

11. ხრილ 508.4-ის სქოლიოში „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იხ. ქვეთავი 406.3.4.“.

12. 508.4.4.1 ქვეთავი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

508.4.4.1. აგება. საჭირო გამმიჯნავები 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული ცეცხლმედეგი ზღუდეები ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული თარაზული ანაწყობები, ან ორივე ერთად უნდა იყოს, და მთლიანად უნდა მიჯნავდეს მოსაზღვრე დაკავებულობებს.“.

13. 703.3 ქვეთავის მე-5 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

14. 705.8.3 ქვეთავი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

705.8.3. დაუცველი ღიობები. თუ ნებადართულია დაუცველი ღიობები, ფანჯრები და კარები უნდა აიგოს ნებისმიერი ნებადართული მასალით.“.

15.  713.14 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„713.14. ლიფტის, მცირე ტვირთამწისა (სამზარეულოს ლიფტის) და სხვა ლიფტის შახტები. ლიფტის, მცირე ტვირთამწისა (სამზარეულოს ლიფტის) და სხვა ლიფტის შახტების შემომზღუდავები 713-ე ქვეთავისა და მე-17 თავის შესაბამისად უნდა აიგოს.

713.14.1. ლიფტის ფოიე. თუ ლიფტის შახტა სამზე მეტ სართულს აკავშირებს, თითოეულ სართულთან ლიფტის შემოზღუდული ფოიე უნდა იყოს. ლიფტის შახტის შემომზღუდავის კარები თითოეული სართულისგან უნდა გაიმიჯნოს შემოზღუდულ ფოიეში მოწყობილი ცეცხლმედეგი ტიხრებით. 708-ე ქვეთავში ცეცხლმედეგი ტიხრებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, ლიფტის ფოიეს შემომზღუდავ კედლებში არსებული ღიობების კარები 716.5.3 ქვეთავის მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, რომლებიც დერეფნის კედლებს ეხება. ლიფტის ფოიეს შემომზღუდავში გამავალი არხები და ჰაერცვლის ღიობები 717.5.4.1 ქვეთავის შესაბამისად დაცული დერეფნების მსგავსად უნდა იქნეს დაცული. ლიფტის ფოიეებს, სულ მცირე, ერთი გასასვლელი საშუალება უნდა ჰქონდეს მე-10 თავისა და წესების სხვა ქვეთავების შესაბამისად.

გამონაკლისი:

1. აუცილებელი არ არის, ლიფტის შემოზღუდული ფოიეები მდებარეობდეს შენობიდან გამოსასვლელის დონე(ებ)ზე, თუ შენობიდან გამოსასვლელის დონე(ები) აღჭურვილია 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი ავტოსაშხეფი სისტემით.

2. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები არ სჭირდება ლიფტებს, რომელთაც 712.1 ქვეთავის შესაბამისი შახტის შემომზღუდავი არ მოეთხოვება.

3. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები აუცილებელი არ არის, თუ ლიფტის შახტის ღიობს 1702.6 ქვეთავის შესაბამისი დამატებითი კარები აქვს. UL 1784-ის შესაბამისად შემოწმების დროს (ძირის ხელოვნური საგმანის გარეშე) ამგვარი კარები 716.5.3.1 ქვეთავში წარმოდგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლებიც კვამლის ან წევის საკონტროლო კარის ანაწყობს ეხება. ეს გამონაკლისი არ ეხება თვ, დწ, სქ, სვ და სც ჯგუფების შენობების ქვემოთ მდებარე შემოზღუდულ ავტოსადგომ გარაჟებს.

4. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები საჭირო არ არის, თუ შენობა აღჭურვილია 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავების შესაბამისად მოწყობილი ავტოსაშხეფი სისტემით. ეს გამონაკლისი არ ეხება ქვემოთ ჩამოთვლილს:

4.1. დწ-2 ჯგუფის დაკავებულობები.

4.2. დწ-3 ჯგუფის დაკავებულობები.

4.3. ლიფტები, რომლებიც მაღლივ შენობებში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მანქანის მისადგომი უდაბლესი დონიდან 23 მ-ზე მაღლა მდებარე იატაკის დონეებს ემსახურება .

4.4. თვ, დწ, სქ, სვ და სც ჯგუფების შენობების ქვემოთ მდებარე შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები .

5. თუ შენობაში 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავების შესაბამისად მოწყობილია ავტოსაშხეფი სისტემა ცეცხლმედეგი ტიხრების ნაცვლად, ყველა იატაკთან ლიფტის ფოიეს გასამიჯნად დასაშვებია კვამლგაუმტარი ტიხრების გამოყენება. 710-ე ქვეთავის მოთხოვნებთან ერთად, რომლებიც კვამლგაუმტარ ტიხრებს ეხება, კვამლგაუმტარი ტიხრების ღიობების დამცავი კარები ასევე უნდა შეესაბამებოდეს 710.5.2.2, 710.5.2.3 და 716.5.9 ქვეთავს და კვამლგაუმტარ ტიხრებში გაყვანილობების არხები 717.5.4.1 ქვეთავის შესაბამისად უნდა იყოს დაცული, ისევე, როგორც დერეფნებში არსებული მსგავსი გაყვანილობები.

6. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები საჭირო არ არის, თუ ლიფტის შახტა არის დაწნევადი 909.21 ქვეთავის შესაბამისად. ეს გამონაკლისი არ ეხება თვ, დწ, სქ, სვ და სც ჯგუფების შენობების ქვემოთ მდებარე შემოზღუდულ ავტოსადგომ გარაჟებს.

7. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები საჭირო არ არის, თუ ლიფტი მხოლოდ 406.5 ქვეთავის შესაბამის  ღია ავტოსადგომ გარაჟებს ემსახურება.

713.14.1.1. თავშესაფრის ფართობები. თავშესაფრის ფართობები 1007-ე ქვეთავის შესაბამისად უნდა  მოეწყოს.“.

16. 719.2  ქვეთავის შემდეგ 719-ე ქვეთავის 718.3, 718.4 და 718.5 ქვეთავები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

719.3. არაწვადი თექა. I და II ტიპის კონსტრუქციის შენობებში ბათქაში პირდაპირ ბეტონზე, წყობაზე ან არაწვად საბათქაშე ფუძესა და თექაზე უნდა განთავსდეს.

719.4. ორმაგი გაძლიერება. 2,5 სმ-ზე სქელი ბათქაშის დამცავი დამატებითი საბათქაშე ბადის ფენით უნდა გაძლიერდეს, რომელიც გარე ზედაპირიდან, სულ მცირე, 1,9 სმ-ზეა მოთავსებული და ადგილზე მჭიდროდაა მიმაგრებული.

გამონაკლისი: მასიური ბათქაშის ტიხრები ან სახანძრო ტესტებით განსაზღვრული სხვა საშუალებები.

719.5. ბათქაშის ალტერნატივები ბეტონისათვის.  გაძლიერებული ბეტონის კონსტრუქციაში თაბაშირის ბათქაში ან პორტლანდცემენტის ბათქაში 1,2 სმ ჩასხმულ ბეტონს შეიძლება ჩაენაცვლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაძლიერებული ბეტონის იატაკებში ბათქაშის მოსაპირკეთებელ ფენასთან ერთად, სულ მცირე, 1 სმ-ის სისქის ჩასხმული ბეტონის განთავსებაა აუცილებელი, ხოლო გაძლიერებული ბეტონის სვეტებში – 2,5 სმ-ის სისქის ჩასხმული ბეტონისა.“.

17. 903.2.8 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

903.2.8. ჯგუფი . ჯგუფის დაკავებულობები მთლიანად უზრუნველყოფილი უნდა იყოს 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით.

გამონაკლისი:

1. სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა, რომლის დაკავებული იატაკი არ მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე ზემოთ.

2. 2023 წლის 1 აპრილამდე სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის საცხოვრებელ ერთეულებში (ბინებში) ავტოსაშხეფი სისტემის დაყენება აუცილებელი არ არის.

3. ერთ ან ორბინიანი საცხოვრებელი შენობები.

903.2.8.1. -3 ან -4 ჯგუფის საცხოვრებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მარტოხელა მოხუცებისთვის. 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემა დასაშვებია -3 ან -4 ჯგუფის საცხოვრებლებში, სადაც იმყოფება 16 ან 16-ზე ნაკლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მარტოხელა მოხუცი.

903.2.8.2. მოვლა-მზრუნველობის დაწესებულებები. 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემა დასაშვებია მოვლა-მზრუნველობის დაწესებულებებში, სადაც ერთი ოჯახის საცხოვრებელში იმყოფება 5 ან 5-ზე ნაკლები პირი.“.

18. 1003.7 ქვეთავის გამონაკლისი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გამონაკლისი: 1007.4 ქვეთავის შესაბამისად, მისაწვდომ გასასვლელ საშუალებებად გამოყენებული ლიფტები.“.

19. 1006.3 ქვეთავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დერეფნები, შიგა გასასვლელის გზა-კიბეები, პანდუსები და გასასვლელის გზა-დერეფნები სც-2 ჯგუფის მრავალბინიან სახლებში/შენობებში, რომელთაც ერთი გასასვლელი საშუალება სჭირდება.“.

20. 1007.3 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.3. გზა-კიბეები. იმისათვის, რომ გზა-კიბეები მისაწვდომი გასასვლელი საშუალების ნაწილად ჩაითვალოს, სართულებს შორის მდებარე გზა-კიბის თავისუფალი სიგანე სახელურებს შორის, სულ მცირე, 1,2 მ უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს ან იატაკის დონეზე გადიდებული ბაქნის საზღვრებში მდებარე თავშესაფრის ფართობს, ან უნდა ჰქონდეს მისადგომი 1007.6 ქვეთავის შესაბამისი თავშესაფრის ფართობიდან, ან ჰორიზონტალური გასასვლელიდან. გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეები, რომლებიც აკავშირებს ერთი სართულის დონეებს, მისაწვდომი გასასვლელი საშუალებების ნაწილი არ უნდა იყოს.

გამონაკლისი:

1. სახელურებს შორის 1.2 მ თავისუფალი სიგანე საჭირო არ არის შენობებში, რომლებიც მთლიანად 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავის მიხედვით დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემითაა აღჭურვილი.

2. თავშესაფრის ფართობები საჭირო არ არის გზა-კიბეებთან შენობებში, რომლებიც მთლიანად 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავის მიხედვით დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემითაა აღჭურვილი.

3. სახელურებს შორის 1.2 მ თავისუფალი სიგანე საჭირო არ არის გზა-კიბისთვის, რომელიც მისაწვდომია თარაზული გასასვლელიდან.

4. ღია ავტოსადგომი გარაჟების გზა-კიბეებთან თავშესაფრის ფართობები საჭირო არ არის.

5. თავშესაფრის ფართობები არ სჭირდება კვამლისგან დაცულ დასაჯდომებიან ფართობებს, რომლებიც 1028.6.2 ქვეთავის შესაბამისადაა მოწყობილი.

6. თავშესაფრის ფართობები არ სჭირდება -2 ჯგუფის დაკავებულობებს.“.

21. 1018.6 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1018.6. დერეფნის უწყვეტობა. ცეცხლმედეგობის ხარისხიანი დერეფნები უწყვეტი უნდა იყოს მასში შესასვლელიდან გასასვლელამდე და მას არ უნდა კვეთდეს შუალედური ოთახები. თუ ცეცხლმედეგობის ხარისხიანი დერეფნის საზღვრებში მდებარე გასასვლელისკენ სავალი ბილიკის მონაკვეთი გადის გასასვლელთან მისადგომის შემოუზღუდავი გზა-კიბეების ან პანდუსების გასწვრივ, ცეცხლმედეგობა უწყვეტად უნდა შენარჩუნდეს გზა-კიბის ან პანდუსის მთელ სიგრძეზე და მომიჯნავე იატაკზე მდებარე გასასვლელისკენ მიმართული შემაერთებელი დერეფნის მთელ სიგრძეზე.

გამონაკლისი: ფოიეები, ვესტიბიულები ან მიმღები ოთახები, აგებული დერეფნისთვის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, არ უნდა იყოს შუალედური ოთახები.“.

22. ხრილი 1021.2(1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ცხრილი 1021.2(1)

სართულები ერთი გასასვლელით ან ერთ გასასვლელთან მისადგომით -2 დაკავებულობებისთვის

სართული

დაკავებულობა

სართულის მაქსიმალური ფართობი (იატაკის მთლიანი ფართობის შესაბამისად)

საცხოვრებელი ერთეულების მაქსიმალური რაოდენობა სართულზე

გასასვლელთან მისადგომი მაქსიმალური სავალი მანძილი

სართული მიწის დონის ქვემოთ და პირველიდან მერვე სართულის ჩათვლით, ხოლო შენობა არ უნდა იყოს მაღლივი

სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობებია,ბ

400 მ2

5 საცხოვრებელი ერთეული

38 მ

სართულები მეცხრე და მის ზემოთ, ასევე მაღლივ შენობებში

დაუშვებელია

არ ეხება

არ ეხება

არ ეხება

 

ა)  შენობები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც -2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობები, აქვს მიწის დონის ქვედა ერთი და მიწის დონის ზედა სამი სართული და სადაც მოწყობილია 1029-ე ქვეთავის შესაბამისი საავარიო გასაქცევი და თავდასაღწევი ღიობები. შენობები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც -2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობები, აქვს მიწის დონის ზედა ოთხი ან მეტი სართული, მაგრამ არა უმეტეს რვა სართული და თითოეულ საცხოვრებელ ერთეულთან მიდგომა შესაძლებელია სახანძრო მანქანის მეშვეობით;

ბ) ეს ცხრილი გამოიყენება -2 დაკავებულობებისთვის, რომლებიც მოიცავს საცხოვრებელ ერთეულებს. -2 დაკავებულობებისთვის, რომლებიც მოიცავს საძინებელ ერთეულებს, გამოიყენეთ ცხრილი 1021.2(2).“.

23. ქვეთავი 2102 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ქვეთავი 2102. განმარტებები

2102.1. განმარტებები.

ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები მე-2 თავშია განმარტებული:

საშიში;

არსებული ნაგებობა;

პირველადი ფუნქცია;

ტექნიკურად შეუძლებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე