დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016446 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 12. დახმარების სახე და ოდენობა დევნილ ან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – ახალი წლის დღესასწაულზე – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. დახმარების სახე და ოდენობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ ერთჯერადად – აღდგომის დღესასწაულზე (გარდამავალი თარიღი) – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.”; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი X შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახების სოციალური დახმარება“ დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ოჯახებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები