დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016445 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2016 280010000.35.137.016221), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონარული მკურნალობის, ლაბორატორიული გამოკვლევის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიოთერაპიის, მინდობით აღსაზრდელად მიბარებულ ბავშვების სამედიცინო მომსახურების და სააფთიაქო ხარჯები.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფიზიოთერაპიის თანადაფინანსება განისაზღვროს დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებულ ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. 5. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურებისას , უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა თუ არ აღემატება 100 (ასი) ლარს, იგი დაფინანსდება 20% -დან 100%-მდე.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები; „ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) მინდობით აღსაზრდელი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები