„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016707
16
08/04/2019
ვებგვერდი, 10/04/2019
280120000.22.026.016707
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №16

2019 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №6 დანართის მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2

ბიბლიოთეკარი, მედდა, სანიტარი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, უფროსი მზარეული, ავტოელექტრიკოსი, მეთუნუქე, პასუხისმგებელი შემსრულებელი, მძღოლი, ავტობუსის მძღოლი, მძღოლი-მექანიკოსი, სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), საწყობის უფროსი, ოსტატი, საქმისმწარმოებელი, ადმინისტრატორი, ოპერატორი, აღმრიცხველი, მეკუჭნავე-მექანიკოსი, აღრიცხვის ინსპექტორი, ტვირთების დამმუშავებელი, რადიოოპერატორი, სანტექნიკოსი, კომპიუტერული ქსელების სპეციალისტი, კავშირგაბმულობის ტექნიკოსი.

380

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია