დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.135.016239 |
|
„შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს, კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №22 დადგენილებაში (გამოქვეყნებული ვებგვერდი: matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.135.016222) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის და მისი ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0.20 ლარით თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვროს, თანახმად დანართი 2-ისა. მოსაკრებლის ოდენობა იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.“; |
ბ)
ამოღებულ იქნეს დანართი 2-ის შენიშვნა. |
გ)
დანართი 3-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე 0.20 ლარი თვეში. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები