„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016301
6
27/03/2019
ვებგვერდი, 04/04/2019
300280000.16.009.016301
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2019 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 07/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავარია – ტრანსპორტირების სისტემის ან გამანაწილებელი ქსელის მოწყობილობასთან დაკავშირებული სისტემური გაუმართაობა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და დააზიანოს ქონება ან სხვა სახის ზეგავლენა იქონიოს ტრანსპორტირების სისტემის ან გამანაწილებელი ქსელის გარკვეული მონაკვეთების მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება (გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება) – ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს შორის, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ;“.

2. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, მის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ყველა დამხმარე მომსახურების (რომელიც მოიცავს აგრეთვე სხვის მფლობელობაში არსებული მიერთების წერტილების ოპერირებას) ჩამონათვალი და შესაბამისი საფასურები ან მეთოდოლოგია მათ გასაანგარიშებლად.“.

3. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს სისტემით მოსარგებლის მიერ წარდგენილ ყოველთვიურ ნომინაციას და სისტემით მოსარგებლე აღარ წარადგენს მოდიფიცირებულ ნომინაციას ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს მოდიფიცირებულ ყოველთვიურ ნომინაციას, იგულისხმება, რომ შესაბამისი საანგარიშო თვის თითოეული დღისათვის ამ სისტემით მოსარგებლის ნომინაცია არის ნულის ტოლი.“.

4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, მასზე დაკისრებული ვალდებულებების (ტრანსპორტირების მომსახურების) შესრულების მიზნით, ტრანსპორტირების სისტემაში მიღებულ ბუნებრივ გაზზე იძენს მფლობელობას, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის საკუთრებას. ბუნებრივ გაზზე მფლობელობა მიწოდების პუნქტში გადადის შესაბამის სისტემით მოსარგებლეზე.“.

5. 61-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აღრიცხვის კვანძის დატვირთვა სამუშაო რეჟიმში Qmin : Qmax – იქნება 1:10 დიაპაზონში (აღნიშნული პირობა ჩაითვლება დაცულად, თუ დიაპაზონიდან გასვლის ჯამური ხანგრძლივობა ბოლო 30 დღის განმავლობაში არ აჭარბებს ამ პერიოდში მთლიანი ნამუშევარი დროის 10%-ს);“;

ბ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ Qero ≥ 5 000 (მ³/სთ), სარეზერვოდ  უნდა მოეწყოს იდენტური პარამეტრების მეორე გამზომი მოწყობილობა ერთმანეთის დამოუკიდებლად და პარალელურად (ერთი აქტიური, მეორე სარეზერვო).“.

6. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. აღრიცხვის ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს მიერთებული სუბიექტის მიერ. მიერთებული სუბიექტი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ხელმოწერაზე, თუ იგი არ ეთანხმება წარდგენილ აღრიცხვის ანგარიშს. ხელმოწერაზე უარი ვერ დააბრკოლებს ტრანსპორტირების ლიცენზიატს, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით დაეყრდნოს აღნიშნულ აღრიცხვის ანგარიშს.“.

7. 68-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიღების პუნქტისათვის მიერთება ხდება ბუნებრივი გაზის გადამზიდის მოთხოვნით.“;

ა.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიერთების შემთხვევებში მიერთება ხდება ამ წესების 69-ე 73-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.“. 

8. 69-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მაძიებელმა, ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების მიზნით, ამ მუხლით განსაზღვრული მიერთების განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარუდგინოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს. მიერთების განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.“.

9. 71-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი იღებს მაძიებლის ობიექტის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების გადაწყვეტილებას განმცხადებელის მოწყობილობა-დანადგარების ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო ან/და ეფექტიან და საიმედო ფუნქციონირებაზე შესაძლო გავლენის შეფასების შემდეგ.“.

10. 72-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი თანხმობას განაცხადებს მიერთებაზე ან არსებული მიერთების ცვლილებაზე, იგი ვალდებულია მიერთების განაცხადის დამტკიცებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მაძიებელს წერილობით აცნობოს თანხმობის თაობაზე და გაუგზავნოს შეთავაზება (მიერთების შეთავაზება) განაცხადის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში.“.

11. 73-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაძიებელი ვალდებულია მიერთების ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში სრულად გადაიხადოს ამ წესების დანართი №3-ის შესაბამისად დადგენილი ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების საფასური.“.  

12. 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მიერთების შედეგად შექმნილი მიერთების წერტილი წარმოადგენს ტრანსპორტირების ლიცენზიატის საკუთრებას.“.

13. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 86. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების წერტილების მოწესრიგება

ტრანსპორტირების ლიცენზიატმა 2019 წლის 15 სექტემბრამდე ტრანსპორტირების სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით უზრუნველყოს მიწოდების პუნქტების მიერთების წერტილების ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასა და მათ განკარგვასთან დაკავშირებით დროში გაწერილი გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა, საჭირო ინვესტიციისა და მისი ტარიფზე გავლენის შეფასებით.“.

14. 87-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განავითაროს XV თავში გათვალისწინებული  ელექტრონული საინფორმაციო სისტემა შემდეგი დროის გრაფიკის შესაბამისად:

ა) ამ წესების 78-ე მუხლის შესაბამისად სისტემით მოსარგებლეთათვის და მიერთებული სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ფუნქციონალის და VII და IX თავებში გათვალისწინებული დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ფუნქციონალის განვითარება  2020 წლის 31 იანვრამდე;

ბ) ამ წესების X თავში გათვალისწინებული დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ფუნქციონალის განვითარება  - 2020 წლის 31 მაისამდე.“.

15. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 89. დღიური ნომინაციის ერთეულის საფასური

2020 წლის 1 ივნისამდე ამ წესების 28-ე მუხლში განსაზღვრული დღიური ნომინაციის ერთეულის საფასური არის ნული.“.

16. 90-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 91-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2020 წლის 1 ივნისამდე უბალანსობის საფასურის გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მუხლის მიხედვით.“.

18. დანართი №2-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №3:

დანართი 3

ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების და არსებულ მიერთებაში ცვლილების საფასური

 

ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების და არსებულ მიერთებაში ცვლილების საფასურის გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ დანართში მოცემული ცხრილის მიხედვით, მოთხოვნილი მიერთების ან ცვლილების განხორციელებისათვის საჭირო კომპონენტების გათვალისწინებით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიდავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია