დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №469 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.021184 |
|
„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №469 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №469 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/09/2018, 010220020.10.003.020785) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დადგენილების პირველი მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი: „ს1) სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე – კომისიის წევრი;“. 3. დადგენილების პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კომისიის წევრის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის დროებით შემსრულებელი, ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი, ან მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები