დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016388 |
|
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016302) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები: 1. სამსახურის ფუნქციებია: ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დასახული ძირითადი პრიორიტეტებისა და მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია. ადამიანისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა და პროგრამების შემუშავება, მონიტორინგი; გ) სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; დ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ე) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება; ვ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა; ზ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; თ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; ი) სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მიზნობრივი ჯგუფების (უმუშევრები, პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მრავალშვილიანები, ვეტერანები, დევნილები და სხვა) საჭიროებების შესწავლა, მათზე შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება, სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოება, მათი სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება, კოორდინაცია; მ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ნ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზაცია, მათი პრობლემების, სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა, დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა. მათი უფლებების დაცვა; ო) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; ჟ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამისი რეაგირება; რ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა; ს) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; ტ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალურ მუშაობის ჩატარება; უ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სოციალური სერვისების განყოფილება.“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „51 მუხლი. სოციალური სერვისების განყოფილების ფუნქციები: ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების იდენტიფიცირება; ბ) მათი საჭიროებების განსაზღვრა-შეფასება; გ) ბენეფიციართა ჩართვა მუნიციპალიტეტის შესაბამის სოციალური მომსახურებებში; დ) ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის გამოვლენა და მასზე რეაგირება არსებული რეფერალური პროცედურების შესაბამისად; ე) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად ამ პროცედურებში მონაწილე სხვა სუბიექტებთან კოორდინირება; ვ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისთვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება/კონსულტირება; ზ) ბენეფიციართა მონაცემების ბაზის წარმოება და შესაბამისი სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდება; თ) ბენეფიციართა კმაყოფილების და მომსახურების ზეგავლენის შეფასება ინსტრუმენტის – მომსახურების ზეგავლენის შეფასების კითხვარი – საშუალებით დადგენილ პერიოდულობით; ი)შეფასების შედეგების ანალიზი/რეკომენდაციები სოციალური პროგრამების განვითარების/მოდიფიკაციის მიზნით; კ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების გატარება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები