„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021182
167
29/03/2019
ვებგვერდი, 02/04/2019
470000000.10.003.021182
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №167

2019 წლის 29 მარტი

 ქ. თბილისი

 

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №9 დანართის („ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,040.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს

3,090.0

2

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის:

7,140.0

2.1

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა

360.0

3

№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა

300.0

4

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

1,054.0

5

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

6

ეფექტიანობის შეფასების კომპონენტი

120.0

7

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

300.0

 

სულ:

12,040.0.“.

 2.  №11 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“):

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 24,110,0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სათემო ამბულატორიული მომსახურება

6,850.0

2

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

88.0

3

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

4

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის

662.3

5

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

1,718.2

6

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

13,660.0

7

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

360.0

8

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

620.5

 

სულ:

    24,110.0.“;

 ბ) „დანართი 11.9 – მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვითჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 11.9 – მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით:

ქალაქი/რეგიონი

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ქ. თბილისი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

106,000.0

2

ქ. თბილისი

 შპს „№5 კლინიკური საავადმყოფო“

45,100.0

3

იმერეთის რეგიონი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

28,300.0

4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“

122,500.0

5

ქ. თბილისი

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

174,600.0

6

ქ. თბილისი

სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“

39,400.0

7

ქვემო ქართლის რეგიონი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

32,000.0

8

იმერეთის რეგიონი

შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“

359,100.0

9

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

17,600.0

10

შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონები

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

158,200.0

11

იმერეთის რეგიონი

შპს „იმერმედი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)“

23,460.0.“.

3. №21 დანართის („ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა“):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა)  „ზ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ა) ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საწყობამდე, მიღება, შენახვა და პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელზე გაცემა;“;

ა.ბ) „ზ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ა1“ და „ზ.ა2“ ქვეპუნქტები:

„ზ.ა1) ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, მათ შორის, საწყობიდან საკუთარი/ ქვეკონტრაქტორის ფარმაცევტულ ქსელში გაცემა პროგრამის მოსარგებლეებზე;

ზ.ა2) ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმება;“;

ბ)  მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ბენეფიციართათვის, ასევე მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სააგენტოს მიერ.“;

გ)  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

1. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამავე პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს სათანადო საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, მზადაა მომსახურების მიწოდება განახორციელოს უსასყიდლოდ და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

3. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ და „ზ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამავე პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“;

დ) მე-9 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფარმაცევტული პროდუქტის მიღებისა და შენახვის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა.“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:  

„21. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

ა) მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდება ქ. თბილისსა და რეგიონებში საკუთარი ან/და ქვეკონტრაქტორი ფარმაცევტული ქსელის მეშვეობით;

ბ) განმახორციელებლის მიერ შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა/განაწილება ბენეფიციარებზე განახორციელოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის (მონაცემების) და თვითონ ბენეფიციარის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ისა და ექიმის რეცეპტის წარდგენის საფუძველზე;

გ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი სხვა პირობების შესრულება.“;

დ.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:  

„6. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ და „ზ.ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების პირობები, ასევე მომსახურების მიმწოდებელთა კრიტერიუმები და სხვა (მ.შ. საგამონაკლისო) პირობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების სრულად ამოქმედებამდე (მინისტრის შესაბამისი აქტების გამოცემისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე) უზრუნველყოფილ იქნეს პროგრამის უწყვეტი განხორციელება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული წესებისა და პირობების შესაბამისად. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე