დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016385 |
|
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016352) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება; გ) კეთილმოწყობის განყოფილება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება 1. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; გ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; თ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ი) საქმის წარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. კეთილმოწყობის განყოფილება. 1. კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების განვითარებას; გ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; დ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; ე) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები