წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016315
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
01/04/2019
ვებგვერდი, 04/04/2019
210020010.35.155.016315
წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/04/2019 - 28/06/2024)

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 1 აპრილი

ქ. წალკა


 

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი სახით:

1) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

2) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი;

3) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

4) სისტემური – ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

5) ლატარიის  მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 18%;

6) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარი;

7) კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №60 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 210020010.35.155.016066).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი