დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016588 |
1-1/146
28/03/2019
ვებგვერდი, 02/04/2019
040030000.22.024.016588
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები: საერთაშორისო ურთიერთობების და დონორთა კოორდინაციის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური და მომსახურების ცენტრი (სამსახური).“. 2) დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები