„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.016853
26
01/04/2019
ვებგვერდი, 01/04/2019
140070000.22.034.016853
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №26

2019 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.22.034.016833) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურის თანამდებობაზე დაწინაურების საკითხის ინიცირების უფლება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე აქვს მოსამსახურის უშუალო უფროსს, აგრეთვე ამ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე ზემდგომ თანამდებობის პირს. მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების არსებობის ფაქტზე.“.

2. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამინისტროს/სამსახურის ყოფილი მოსამსახურე გამოსაცდელი ვადით დანიშვნამდე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით თანამდებობაზე მიღებამდე, შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“.

3. 28-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სპეციალური წოდება, პირს ენიჭება რეზერვის წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.

4. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდების შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებით.“.

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დათხოვნისას მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს მორიგი სპეციალური წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.“.

4. 29-ე მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლისთანავე.

2. მოსამსახურის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.

3. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი სპეციალური წოდება არ მიენიჭება.“.

5. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 33-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე შესაბამისი მოთხოვნით მოსამსახურე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე, ასევე სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში, როდესაც ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დაიშვება მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებების ჩათვლით.“.

7. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. 2 დღეზე მეტი ვადით  კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურე ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“.

8. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია