დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის N3 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016462 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 31/01/2019, 010250050.35.163.016452):
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ 2. დადგენილების მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ თელავის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად.“ 3. დადგენილების მუხლი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დამტკიცდეს ქალაქ თელავის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად.“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თელავის ზონირების რუკა“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ თელავის ტერიტორიის ზონირება
|
| ||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები