დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016354 |
|
,,2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება ,,2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №239 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03/01/2019წ., სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016343) დამტკიცებულ დანართში, ,,2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“:
1. 2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს მათთვის მატერიალური დახმარების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან „მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. დახმარების გაცემის აუცილებელი პირობაა მოქალაქეს (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა) 2019 წლის პირველი იანვრიდან ჰქონდეს უწყვეტი რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება ხდება სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე). თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის სოციალური დახმარებების გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ ,,კომისია"), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ, კოლეგიურ ორგანოს. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით“ რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. 2. ,,2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის, დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბენეფიციარის/ბენეფიციარების მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;“ 3. ,,2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის მეორე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი“. 4. ,,2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. ურგენტული და გეგმიურ სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების და პალიატიური მომსახურების დაფინანსება 1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს: ა) ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა; ბ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0 - დან 65 000 - ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 80 % - ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის 50 % - ით; გ) მშობიარეთა თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; დ)პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 2. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად; 3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 4. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა) და ანგარიშ - ფაქტურა (კალკულაცია);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები