დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 92 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/03/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017190 |
92
29/03/2019
ვებგვერდი, 01/04/2019
200090000.22.033.017190
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. გადასახადის გადამხდელს შეუძლია განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, თუ ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ნებაყოფლობით გატარდა რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად; ბ) რეგისტრაციის დღიდან არ გასულა 30 კალენდარულ დღეზე მეტი; გ) არ დასტურდება ანგარიშ-ფაქტურის გატანა-გამოწერის ფაქტი; დ) არ არის წარდგენილი დღგ-ის დეკლარაცია.“. |
2.
დანართი №III-03 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები