დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.033.017189 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებით (სსმ, 138, 26/10/2010, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016027) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია.“; |
2.
მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დისციპლინური გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული შემდეგი ღონისძიებები: ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის შედგენა, მისი ხელმძღვანელობისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირისთვის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარდგენა; ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, მისი შედეგების და შემოწმების ობიექტთან შეთანხმებული რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა; ბ.დ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი; ბ.ე) სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა; ბ.ვ) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“. |
3.
მე-4 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების შედეგად გამოავლინოს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის, სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტები. განიხილოს და შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია და საქართველოს ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა წარუდგინოს მინისტრს და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა წარუდგინოს მინისტრს ან ნომენკლატურული დაქვემდებარების გათვალისწინებით, შესაბამის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში). სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილ დასკვნაში ასახოს რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვავში) მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციის ან პროცესის გაუმჯობესების მიზნით.“. |
ბ)
მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი დასკვნა რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს, ხოლო დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა რეაგირებისთვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და ნომენკლატურული დაქვემდებარების გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და გასაცნობად დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში).“. |
4.
41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების ვადა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.“. |
5.
მე-11 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების (მხოლოდ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების ჩატარება, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება;“. |
6.
111 მუხლის პირველი პუნქტის:
|
ა)
„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განახორციელოს ფინანსთა სამინიტროს სისტემაში სამსახურებრივი შემოწმება ან/და დისციპლინური წარმოება მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის ინფორმაციის საფუძველზე;“; |
ბ)
„თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დისციპლინური წარმოების შედეგების საფუძველზე მინისტრს, ან ნომენკლატურული დაქვემდებარების გათვალისწინებით, შესაბამის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წარუდგინოს რეკომენდაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;“; |
გ)
„კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.“; |
7.
111 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამსახურებრივი შემოწმება და დისციპლინური წარმოება ჩაატაროს დადგენილ ვადებში და წესით;“. |
8.
112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112. სამსახურებრივი შემოწმების მიზანი სამსახურებრივი შემოწმების მიზანია სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და მიმდინარე პროცესების გაუმჯობესება. არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ან/და პროცესში არსებული რისკების შესამცირებლად შესაფერისი რეკომენდაციების გაცემა ან/და შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება, შემდგომში დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით.“. |
9.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 113, 114 და 115 მუხლები:
„მუხლი 113. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი 1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომლების (რომელთა იდენტიფიცირება სამსახურებრივი შემოწმების დაწყების ეტაპზე შეუძლებელია) მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები და სხვა. 2. სამსახურებრივი შემოწმება ტარდება მინისტრის წერილობითი ბრძანების საფუძველზე. 3. მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შესამოწმებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის სახელწოდება, შემოწმების საგანი, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი, ასევე შემოწმების ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა. 4. შემოწმების შედეგებზე შემოწმების ჯგუფი ადგენს დასკვნას, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი, არსებულ ან/და მოსალოდნელ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ. 5. შემოწმების დასკვნას ხელს აწერს ინსპექტირების სამმართველოს უფროსი და შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი. 6. დასკვნა გაცნობისათვის და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება მინისტრს, ასევე შემოწმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის (დეპარტამენტი/სამსახური/სამმართველო)/სამმართველოს ხელმძღვანელს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. 7. სამინისტროს ცენტრალური აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტი/სამსახური/სამმართველო)/სამმართველოს და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეულების/მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფი ან სხვა ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია/საჩივარი დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინსპექტირების სამმართველოს. 8. ინსპექტირების სამმართველოსთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტი/სამსახური/სამმართველო), სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას. მუხლი 114. დისციპლინური წარმოების მიზანი დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა. მუხლი 115. დისციპლინური წარმოების დაწყება 1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი შემოწმების, მათ შორის აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. დ) ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაციები და „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები. 2. დისციპლინური წარმოება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავით განსაზღვრული პრინციპებისა და მოთხოვნების დაცვით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები