დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.142.016232 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/04/2019 - 27/12/2019)
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის: ა. ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.00 ლარის ოდენობით; ბ. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ახალ ასაშენებელი და სარეაბილიტაციო წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის, ასევე საკაბელო (ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტროსადენი და ა.შ.) თითოეული გრძივი მეტრისათვის 0.25 ლარის ოდენობით; გ. განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა. ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0.40 ლარის ოდენობით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით; ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15,00 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. 3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებლის განაკვეთები: ა. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით; დ. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 300 000 ლარის ოდენობით; ე. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №27 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 11/04/2018, 210020010.35.142.016204). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები