დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-28/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016597 |
|
„სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №01-14/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/03/2018; 470230000.22.035.016496) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”. |
2.
ბრძანების პირველი მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №3).“; |
ბ)
მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
3.
ბრძანების მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო და სანებართვის პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით, ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. მუხლი 3 1. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართებით (№1, №2 და №3) განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი (USB)), ასევე ქაღალდის მატარებელზე, რომლის ყოველი გვერდი დამოწმებულია დაწესებულების ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. 2. დანართებით (№1, №2, №3) განსაზღვრული ფორმების შევსებისას გამოყენებული უნდა იქნეს ფონტი Sylfaen, სიმბოლოების ზომა – 10. 3. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) დაწესებულების ანგარიშგების ფორმებში არ შეიტანება ინფორმაცია იმ პერსონალის შესახებ, რომელიც მომსახურებას აწვდის სტაციონარული დაწესებულების მხოლოდ ამბულატორიულ ერთეულებში; ბ) ანგარიშგების ფორმებში არ ფიქსირდება ინფორმაცია უმცროსი ექიმების შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ ექთნის თანამდებობაზე დასაქმებულია დიპლომირებული ექიმი/დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, მის თაობაზე ინფორმაცია ფიქსირდება ექთნის შესაბამის ველში სტატუსის – დიპლომირებული ექიმი/სტუდენტი მითითებით). 4. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაწესებულებებმა, რომლებსაც ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის გააჩნიათ ფილიალ(ებ)ი, ანგარიშგების ფორმები უნდა წარმოადგინონ როგორც ლიცენზიაში მითითებულ მისამართზე განთავსებული ძირითადი დაწესებულებისთვის, ასევე ამ იურიდიული პირის თითოეული ფილიალისათვის ცალ-ცალკე. მუხლი 4 ეთხოვოთ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.“. |
4.
ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრული ცხრილის: |
ა)
საერთო სანებართვო პირობების: |
ა.ა)
23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
.“; |
ა.ბ)
26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
.“.
|
ბ)
XV ნაწილის (ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების აღების და/ან შენახვის და/ან გადანერგვის შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის №) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
“; |
გ)
XVII ნაწილის (სამეანო-ნეონატალური მომსახურების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის №) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
.“; |
დ)
XVIII ნაწილს (ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის (NICU) შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დანართის N) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 პუნქტი:
„
.“.
|
5.
№3 დანართი (სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
6.
№4 დანართი (სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის) ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები