„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40-23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.101.016590
40-23
29/03/2019
ვებგვერდი, 03/04/2019
210020010.35.101.016590
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40-23

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.101.016086) და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისში რეგისტრირებულ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე უსინათლო პირთა გამცილებლებს.“.

3. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ქალაქ თბილისში,  1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი“.

4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტებს;“;

ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალები (ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატები, ბავშვთა სახლები) და სტრუქტურული ერთეულები (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები);“;

გ) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ.დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“;

დ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი და ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე–ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი;“;

ე) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში;“;

ვ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრებში დასაქმებულ სოციალურ აგენტებს და სოციალურ მუშაკებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე